09:00 საათზე - სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე რეგიონულ სიმპოზიუმს გახსნის.
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009
11:00 საათზე - თბილისის მერი დავით ნარმანია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ გამწვანების სამუშაოებს გაეცნობა.
მისამართი: 9 აპრილის ბაღი - ქვედა მხარე (ათონელის ქუჩიდან, გიორგი ლეონიძის ძეგლთან)
საკონტაქტო პირი : ეკა კოჭლამაზაშვილი 577 77 06 77
11:00 საათზე - ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისამართი: დაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა
საკონტაქტო პირი: მადლენა მაჭარაშვილი 591 07 61 71
11:00 საათზე - ქართველი მწერლები სოფელ რუხს ესტუმრებიან და მკითხველებთან კულტურული დიალოგის მნიშვნელობასა და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების გზებზე ისაუბრებენ.
12:00 საათზე - „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში კლუბ "ამბერლას" წარმომადგენელი ლუკა ფეიქრიშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებასა და მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
13:00 საათზე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება თამბაქოს კონტროლის ალიანსის საპროტესტო აქცია “ნუ მაბოლებ”. აქციის მონაწილეები იმიტირებულ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებენ.
19:00 საათზე - პროექტ ”Check in Georgia”- ის ფარგლებში ჯგუფ ”ფრანის” და ”ნიკოლშოუს” კონცერტი გაიმართება.
მის: ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანი (გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)
მასალის გამოყენების პირობები






