სტამბოლის ხელისუფლებამ აკრძალა ქალაქში გეი-აღლუმის ჩატარება, რომელიც 26 ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოებისა და საზიგადოებრივი წესრიგის დაცვის გამო იქნა მიღებული - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
გარდა აღნიშნული მიზეზისა, აკრძალვის საბაბად სახელდება ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთთა მუშათა პარტიის მხრიდან ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით.
რამდენიმე დღის წინ თურქი ულტრა-ნაციონალისტების დაჯგუფებებმა გაავრცელეს მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ გეი-აღლუმის მონაწილეებს, თუ ხელისუფლება მათ აღლუმის ჩატარების უფლებას მისცემდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივნისში პოლიციამ გეი აღლუმის დაშლის მიზნით წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიიყენა.
მასალის გამოყენების პირობები






