„ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვთვლით, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი შეიძლება იქცეს უფრო ფართო მასშტაბის გაერთიანების ერთ-ერთ შემადგენელ ცენტრად. გთავაზობთ განვიხილოთ დიდი ევრაზიული პარტნიორობის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ევრაზიული კავშირი, და ასევე ის ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ესენია ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ირანი და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორები დსთ-ში, ასევე სხვა დაინტერესებული სახელმწიფოებები და გაერთიანებები. დღეს ტექნოლოგიური, ეკონომიკური ამოცანების მასშტაბი ისეთი ხასიათისაა, რომ ეფექტურად განვითარება მხოლოდ ერთად , თანამშრომლობით არის შესაძლებელი“- განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ ევრაზიულმა კავშირმა ფუნქციონირება 2015 წლის 1 იანვარს დაიწყო, მის შემადგენლობაში რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი შედიან.
მასალის გამოყენების პირობები






