წინასაარჩევნო გარემო საქართველოში - NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის დასკვნა
პოზიცია - 13:52, 17 Jun, 2016     3429
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა. NDI-ის დასკვნით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო არაერთი დემოკრატიული რესურსით აღჭურვილი ხვდება, მაგრამ სახეზეა მნიშვნელოვანი, თუმცა გადალახვადი გამოწვევებიც.
როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დასკვნაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ბევრი მიღწევით იამაყონ, მათ შორის - მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემოთი. მათი დიდი უმრავლესობა ქვეყნის დემოკრატიულ კურსს უჭერს მხარს. ამავდროულად, ქვეყანას აგრესიული და ავტორიტარული მსოფლმხედველობისგან ევრო-ატლანტიკური ღირებულებების დასაცავად უწევს ბრძოლა.
"უფრო მეტიც, დღემდე ვერ მოხერხდა ლიდერებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არსებული არაერთი მაღალი მოლოდინის სრულად გამართლება. საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხებას გავლენა ექნება მთლიანად რეგიონზე, ამიტომაც ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის საჭირო კომპონენტები უმეტესწილად არსებობს. თუმცა ქვეყნის ლიდერებს ამ პოტენციალის რეალობაში მოსაყვანად პოლიტიკური ძალისხმევისა და პარტიული თავშეკავებულობის გამოყენება მოუწევთ. საპარლამენტო არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება სამი მთავარი გამოწვევის დაძლევაზეა დამოკიდებული: შესაძლო ძალადობა და დაშინება; უნდობლობა კანონის მიუკერძოებლად აღსრულებასთან დაკავშირებით; და აღქმა, რომ გარკვეულ პირებს კულისებს მიღმა პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. დამატებით, დელეგაციამ საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის, პარტიების კამპანიების და ზოგადი საარჩევნო გარემოს ზოგიერთი ასპექტის ირგვლივ 2 არსებული პრობლემების იდენტიფიცირება მოახდინა. საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, NDI-მ ხელისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციას, პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ზემოხსენებული საკითხების გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შესთავაზა. საქართველოს მოქალაქეების იმედებისა და მოლოდინების გასამართლებლად წარმომადგენლობითი, ანგარიშვალდებული, ეფექტური და რეფორმებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ორგანოს არჩევა უმნიშვნელოვანესია. ქვეყნის ლიდერები უნდა იყვნენ სამაგალითონი და საარჩევნო პროცესის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარების ამოცანა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ. მათ უნდა შეძლონ მომავალზე ორიენტირებული, საკითხებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს პასუხობს; და იმუშავონ პარტიული ინტერესების მიღმა, როცა საქმე ქვეყნის მნიშვნელოვან ინტერესებს ეხება. წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის პრეცედენტის შექმნა განსაკუთრებით კონსტრუქციული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, ქვეყანას კოალიციური მმართველობა დასჭირდება. ამ არჩევნების ყველა მონაწილემ უნდა იკისროს ვალდებულება, რომ აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები პროცესს დემოკრატიულად შეაფასებენ. ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებას, თავის მხრივ, ენიჭება პასუხისმგებლობა, რომ დიპლომატიის, მხარდაჭერისა და ინტეგრაციისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გზით საქართველოს ამ მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვაში დაეხმაროს."- ნათვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დასკვნაში.
NDI-ის წინასაარჩევნო მისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის საჭირო კომპონენტები მეტწილად არსებობს. მისია ასევე სათანადოდ აფასებს ხელისუფლების მტკიცე ნებას სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესის მიმართ.
NDI-ის დელეგაციის თითქმის ყველა შეხვედრაზე ძალადობა და დაშინება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. როგორც ორგანიციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია საუბარი წინასაარჩევნო კამპანიის ამ ადრეულ ეტაპზე ეს ბრალდებები ეფუძნება როგორც წარსული მოვლენებით განპირობებულ შიშებს, ასევე კონკრეტულ ფაქტებს. თუმცა საარჩევნო პერიოდში მსგავსი საფრთხის აღქმას ან მოლოდინსაც კი შეუძლია, საარჩევნო პროცესზე საზიანო გავლენა მოახდინოს. ყურადღებაა გამახვილებული 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს კორცხელში მომხდარ ინციდენტზე რა დროსაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები, ასევე ჟურნალისტები ცემეს.
NDI-ის შეფასებით ქალები ხშირად არიან დაშინების მსხვერპლნი. "2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ერთ-ერთ თვითმმართველ ქალაქში მერობის ერთადერთმა ქალმა კანდიდატმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ამის მიზეზად მასზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. კიდევ ერთი მაგალითია ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის დელეგაციის ვიზიტის დროს, მთავრობისა და ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერების ფარულად და უკანონოდ გადაღებული მაკომპრომეტირებელი ვიდეოების გამოქვეყნება ინტერნეტში. ამ ვიდეოებში ძირითადად ქალები არიან ნაჩვენები. როგორც ჩანს, აღნიშნული მასალის გამოქვეყნების მიზანი პოლიტიკოსებისა და იმ ინსტიტუტების დისკრედიტაციაა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ასევე პოლიტიკაში მონაწილეობის მსურველთათვის მოტივაციის წართმევაა.
ამასთანავე NDI ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე რომ ფინანსური ზიანის შიშით, ბიზნესებს მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება არ სურთ.
NDI-ის თქმით მთავრობამ უნდა გამოავლინოს ნება და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გაატარებს ძალადობისა და დაშინების ფაქტების მიმართ და მტკიცე და მკაფიო ზომებს მიმართავს იმისთვის, რომ მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა უზრუნველყოს. დელეგაცია მიესალმება მრავალი პოლიტიკური ლიდერის ინტერესს, როგორც მთავრობიდან, ისე ოპოზიციიდან, რომ მიღებულ იქნას და ძალაში შევიდეს პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც დაგმობს ძალადობას, დაშინებას, პირად თავდასხმებსა და კამპანიის წარმართვის ისეთ სხვა ხერხებს, რომელიც საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას ახდენს. ასეთი ინიციატივა საჭიროა და შეიძლება, დამატებითი სარგებელი მოუტანოს ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და ხელი შეუწყოს არჩევნების შემდგომ უფრო კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშის სრული ვარიანტი შესაძლებელია იხილოთ ბმულზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42