ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღეს, სანამ ავსტრია უნგრეთს დაუპირისპირდა, ხოლო პორტუგალია ისლანდიას, გოჩა თანდარაშვილმა ლიონის ფანზონიდან მოგვმართა და გულშემატკივრებსაც გაესაუბრა: „გუშინ ჩვენ ვნახეთ პორტუგალიის და ისლანდიის გულშემატკივრები, შევიტყვეთ მათი მოლოდინები და თვალს ვადევნებდით კულუარულ კადრებს პირდაპირ ფანზონიდან. შეგახსენებთ, რომ ისლანდია თავის ისტორიაში პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, რამაც მათი გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია.“
გოჩას თვალს არ გამორჩენია პორტუგალიელი ქალი გულშემატკივრებიც, რომლებიც საკმაოდ აქტიურები იყვნენ გუშინდელი თამაშის დროს, განსაკუთრებით კი ერთი ხუჭუჭა პორტუგალიელი გოგონა, რომელიც რამდენჯერმე მოხვდა გოჩას პირდაპირ ჩართვებში. ნატახტარის ფეისბუქის გვერდზე ბევრი კომენტარი იყო ამ თემაზე, მათ შორის ასეთიც: „გოჩა კარგი პორტუგალიელი ნაშა დაგვანახე ძმურად წინა საფეხბურთო განწყობისთვის“, რაზეც გოჩამ უპასუხა: „წინა საფეხბურთო განწყობისთვის ფანზონიდან გულშემატკივრების კადრები ჯობია, ხოლო ძილის წინა განწყობისთვის მოგინახავთ ახლავე, გამოივლის ცოტა ხანში“.
გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები
საინტერესოა ისიც, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები






