„გოჩა პირდაპირ საფრანგეთიდან“ - ლუდი „ნატახტარის“ ინტერაქციული საფეხბურთო კამპანია
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:26, 17 Jun, 2016     1351
უკვე ერთი კვირაა, რაც ჩემპიონატი დაიწყო და რაც გოჩა - საფრანგეთშია. ჩემპიონატი ევროპისაა, გოჩა - თანდარაშვილი და საფრანგეთში ლუდი „ნატახტარის“ სპეციალური მისიითაა მივლენილი. მისია არცთუ მარტივია - „ევრო 2016-ის საქართველოში ჩამოტანა“. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ევროპის ჩემპიონატის კულისებიდან გაშუქება და ყველაფერი იმის ჩვენება, რასაც ტელევიზორში ვერ ვხედავთ.

გოჩას ძირითადი ამოცანა ლუდი „ნატახტარის“ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ჩართვების მომზადებაა. ჩართვები - სახალისოა, ლოკაციები - განსხვავებული: სტადიონებიდან დაწყებული, ფანზონებით გაგრძელებული და სხვა დანარჩენით (სადაც შეგიძლიათ მოიაზროთ ყველაფერი, რის გასაქანსაც ფანტაზია მოგცემთ) დამთავრებული. პირდაპირი ჩართვები ყოველ დღეა. დღეში სამჯერ. მატჩების დაწყებამდე ან ტაიმებს შორის. სანამ ნაკრებები ისვენებენ, გოჩა მუშაობს იმისთვის, რომ გულშემატკივარს საფეხბურთო ფოტოები, ისტორიები, ვიქტორინა თუ სიახლეები მიაწოდოს. ჩართვები ინტერაქციულია. მაყურებელს პირდაპირი ეთერის რეჟიმში შეუძლია გოჩას მეშვეობით მოისმინოს ამ დაინახოს ის, რაც ევროპის ჩემპიონატის გარშემო აინტერესებს.

https://www.youtube.com/watch?v=IZ2UmQJqGzs&feature=youtu.be

ინტერაქციული საფეხბურთო კამპანიის იდეა ციფრულ კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“ ეკუთვნის: „ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ, თუ რა ხდება კადრს მიღმა. საფეხბურთო ჩემპიონატი არ არის მხოლოდ ის, რასაც უშუალოდ სტადიონზე ვხედავთ. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რა ხდება გარეთ. ვინაიდან ფეისბუქი უკვე იძლევა პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართვის საშუალებას, გადავწყვიტეთ, ამ სიახლით გვესარგებლა და ქართველი მაყურებლისათვის „ევრო 2016“ გულშემატკივარის მხრიდან, მისი თვალით გვეჩვენებინა“ - აღნიშნავს „ლივინგსტონის“ ქოფირაითერი ბექა ადამაშვილი

"კომპანია "ნატახტარი" წლების განმავლობაში ათამაშებდა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურს. თუმცა, ამ გათამაშებას მხოლოდ ორი გამარჯვებული ჰყავდა და შესაბამისად, მხოლოდ ორ ადამიანს ეძლეოდა შანსი, რომ საფეხბურთო ზეიმი სრულად გამოეცადა. ამის გამო, წელს გადავწყვიტეთ, რომ თავად ევროპის ჩემპიონატი ჩამოგვეტანა საქართველოში და ამ გზით, ფეხბურთის მოყვარულებისათვის საფეხბურთო კულისებში შეხედვის საშუალება მიგვეცა. ამ პროექტის მთავარი ხიბლი კი მაინც ის არის, რომ მაყურებელს თავად შეუძლია ჩაერთოს პროცესში და პირდაპირი ჩართვები საკუთარი სურვილის მიხედვით წარმართოს. მოვუწოდებ ფეხბურთის მოყვარულებს, რომ შემოგვიერთდნენ და იაქტიურონ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე“ - აცხადებს ლუდი „ნატახტარის“ ბრენდმენეჯერი ანა ქარჩავა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42