17 ივნისის ანონსი
ანონსი - 20:22, 16 Jun, 2016     833

10:00 საათზე - ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროპის ფონდი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“.

მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62

10:30 საათზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ირმა ნადირაშვილის, ოთარ კახიძის და ელენე ხოშტარიას პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 საათზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან

11:00 საათზე - საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ მაგდა პაპპიძის სასამართლო პროცესი გაგრძელდება.

11:00 საათზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11.00 საათზე - თბილისის მერი დავით ნარმანია ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის .

მის: ნაძალადევი, მანჯგალაძის ქუჩა 19 (ღვთისმშობლის ეკლესიასთან)

საკონტაქტო პირი: ლანა ქარდავა 577 15 85 72

11:00 საათზე - ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, ისაუბრებს თამაზ მეჭიაურთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 საათზე - სასტუმრო ”თბილისი მარიოტში”, სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, მეკარტოფილეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება.

საკონტაქტო პირი სალომე მარგველაშვილი - 551 20 80 38

11:30 საათზე - ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის მიმართ, „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივრის პერსპექტივები უზენაესს სასამართლოში.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე - ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრებს წარადგენს.

12:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00 საათზე - ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N419

12:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.

მის: რუსთაველის #13

13:00 საათზე - სამგორის რაიონის მე-12 ოლქში საინიციატივო ჯგუფი რეაგისტრაციას გაივლის, რომელიც დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი შიხიაშვილს წარადგენს.

მის.: მოსკოვის გამზ. #39

საკონტაქტო პირი ქეთი გომართელი - 577 44 00 98

13:00 საათზე - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილი კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებულის საქმე.

მის.: მელიტონ ქანთარიას ქ. #11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი (0 სართული)

4:00 საათზე - ტექნოლოგიურ პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას „სტარტაპ საქართველოს“ გააცნობს. პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.

14:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

თბილისი, კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

14:00 საათზე - სასტუმრო ”რუმსში” მედიის განვითარების ფონდის ორგანიზებით, პოლიტიკურ პარტიათა საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

15:00 საათზე - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

16:00 საათზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

16:00 საათზე - საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის პირების დასახმარებლად თბილისის არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს.

16:30 საათზე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

16:00 სათზე - გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ფონდი Your Forest-ის ორგანიზებით, შარდენზე ფოტოგრაფ მიქაელ ქავთარაძის ფოტო-გამოფენა და ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის სამხატვრო აქცია-პერფომანსი გაიმართება.

17:00 საათზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17.00 საათზე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიხსნება გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებსა და არქივებში დაცული ფოტოები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ.

მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი N6, ღვინის ეროვნული სააგენტოს შენობა

19:00 საათზე - თიბისი არტ-გალერეა ფოტოპროექტს, „მწვანე ქალაქი ლისზე“ უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე ოთხი განსხვავებული ხედვის მქონე ფოტოგრაფის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. მათ მიერ გადაღებული ფოტოები ლისის მწვანე ქალაქში ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.

19:00 საათზე - ევროპის სახლში, ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში საჯარო ლექციას გამართავს, რომელსაც ”საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” გამგეობის თავმჯდომარე მარკ მალენი გაუძღვება (თემა: “Why the EU will save the World”), მეორე ნაწილში კი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ისაუბრებს საქართველო-ევროკავშიროს ურთიერთობებზე.

მის: თავისუფლების მოედანი N1, ევროპის სახლი

საკონტაქტო პირი მარიამ მელაძე - 598 363109; 579 250251





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42