სარკოზის განცხადებით, ის უახლოეს მომავალში ევროკომისიის პრეხიდენტს ჟან კლოდ იუნკერს შეხვდება და სწორედ მასთან განიხილავს ანტირუსული სანქციების გახანგრძლივების საკითხს.
„მე მას ვეტყვი, რაოდენი სიფრთხილეა საჭირო, სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას“- განაცხადა სარკოზიმ. მისი თქმით ამ დიპლომარტიურ ომში ჩაბმის გადაწყვეტილებამ ქვეყნები ერთმანეთს უფრო დააშორა და კრიზისი უფრო გააღრმავა.
„ვისურვებდი, რომ ბატონმა პუტინმა განაცხადოს თავის მხრივ სანქციების მოხსნის შესახებ და ჩვენ ევროპელები მის მაგალითს მივბაძავთ. ჩვენ ამის გარეშეც საკმაო ეკონომიკური პრობლემები გვაქვს“- აღნიშნა სარკოზიმ.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი დღეს, 16 ივნისს გაიხსნა. ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლა სარკოზის შორის არაფორმალური ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






