ოსკარ პისტორიუსმა ფეხის პროტეზები მოიხსნა- კადრები მკველელობაში ბრალდებული სპორტსმენის სასამართლოდან (ვიდეო)
მსოფლიო - 15:14, 16 Jun, 2016     7505

სამხრეთ აფრიკაში , სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, პარაოლიმპიელმა ოსკარ პისტორიუსმა, რომელიც თავისი მეგობარი გოგონას მკვლელობაშია ბრალდებული ფეხის პროტეზები მოიხსნა და სასამართლოს წინაშე ისე წარსდგა . აღნიშნული ქმედება სპორტსმენს ადვოკატმა ურჩია, ამით სურდა ეჩვენებინა, რომ იარაღის გარეშე პისტორიუსი სრულიად დაუცველი იქნებოდა და ამან განაპირობა მისი ნაჩქარევი რეაქცია.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო მეორედ იმართება პირველად საქმეს არაგანზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა, რადგან პისტორიუსი აცხადებდა , რომ მას მეგობარი გოგონა სახლში შემოპარული მძარცველი ეგონა. პირველ ჯერზე მას ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მეორე მხარემ ეს განაჩენი გაასაჩივრა. ამჯერად ქვეყნის პროკურორი პარაოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონს, ოსკარ პისტორიუსს, მეგობარი გოგონას რივა სტენკამპის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოსკარ პისტორიუსს, კი­დუ­რე­ბის თანდაყო­ლი­ლი დეფექ­ტის გა­მო, ჯერ კი­დევ 11 თვის ასაკ­ში, მუხლს ქვე­ვით ორი­ვე ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია გაუ­კე­თეს. დამოუკიდებ­ლად გადა­ად­გი­ლე­ბის უნარს მოკ­ლე­ბულ ოს­კარს და­უმ­ზა­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროთეზი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მან სიარუ­ლი და სირბილი შეძ­ლო. მერე მძლე­ოს­ნო­ბამ გა­ი­ტა­ცა, სარ­ბენ ბილი­კებ­ზე დაიწყო ვარ­ჯიში, მოგვიანებით კი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც პირველი ამპუტანტი სპორტსმენი, რომელმაც ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ნორმატივი შეასრულა და მასში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გარდა იმისა, რომ პარაოლიმპიურ თამაშებზე ექვსი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, მის საჩემპიონო ყულაბაშია მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალიც. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთაფრიკელმა ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა ჩვეულებრივი მსოფლიო ჩემპიონატის 4X400 საესტაფეტო გარბენში.

სამხრეთ აფრიკელი მოდელი და მსახიობი რივა სტინკამპი ცნობილმა პარაოლიმპიელმა მორბენალმა, ოსკარ პისტორიუსმა 2013 წლის 14 თებერვალს მოკლა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42