დიმიტრი ქუმსიშვილი მცხეთაში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:16, 15 Jun, 2016     1591

ორმოცამდე ადამიანი დასაქმდება მცხეთაში „ჯინო ჰოლდინგის" ახალ სასტუმროში, რომლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მცხეთაში ასევე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები.

სასტუმრო "ჯინო ველნეს მცხეთა“ ევროპული ბრენდის, „ჯინო ჰოლდინგის" პროექტია, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა წარმოდგენილი. სასტუმროში განთავსებულია 46 საწოლიანი 22 სასტუმრო ოთახი, საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე, პანორამული ლიფტი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ველნეს-სპა განყოფილება, ღია აუზი, ეზო-ბაღი "ოაზისი", ტერასა ჯაკუზი 70-80 კაცზე და ა.შ. სასტუმროს ასაშენებლად 1 473 000 ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

„ჯინო ჰოლდინგისთვის“ ეს არის უკვე მეოთხე ობიექტი. ძალიან წარმატებული პროექტია. მე მინდა მივულოცო მცხეთელებს, მივულოცო ყველა ჩვენს სტუმარს კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ლამაზი სასტუმროს შემატება. აქ არის ველნესის ნაწილიც - სასტუმროში შესაძლებელია დასვენებაც და განსაკუთრებული გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღებაც. მინდა მთელი გულით მივულოცო დამფუძნებლებს და მენეჯმენტს წარმატება. მხოლოდ თავდაუღალავი შრომით არის შესაძლებელი ის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღოთ ხოლმე ისეთი პროდუქტი, რომელსაც დღეს აქ ვხედავთ“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჯინო ველნეს მცხეთას" ინვესტორის, ბიზნესმენ ნოდარ გიორგაძის განცხადებით, კომპანია საქართველოში მომავალშიც ასევე აქტიურად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. კომპანიის საინვესტიციო პორტფოლიოში უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, მათ შორის - ბაკურიანის დასასვენებელი გასართობი ცენტრის მშენებლობა, საქართველოს კემპინგების ქსელის მშენებლობა და განვითარება და თბილისის ზღვაზე, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე ეკოქალაქის მშენებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42