შსს-მ ინტერპოლით ძებნილი ორი პირი დააკავა
სამართალი - 11:26, 23 Apr, 2013     382



სამართალდამცავებმა ელგუჯა ხუდაშვილი და გულშატ საფაროვა დააკავა.

 


ისრაელის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ელგუჯა ხუდაშვილი შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს. ის პარიზის ინტერპოლის მიერ 2008 წლიდან იძებნებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 441-6-ე, 441-10-ე, 441-11-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე საფრანგეთის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის და საბაჟოს შესახებ კანონის დარღვევისთვის, რაც გულისხმობს კონტრაბანდული საქონლის ფლობას და იმპორტს, აკრძალული, არადეკლარირებული საქონლის იმპორტს, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ყალბი სავაჭრო მარკის საქონლის ფლობას, იმპორტს და გაყიდვას.



აშხაბადის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი თურქმენეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული გულშატ საფაროვა კი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას დააკავეს.



აღნიშნულ პიროვნებაზე აშხაბადის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 28 მარტს გამოცხადდა. მას ბრალად ედება თურქმენეთის სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე, 141-ე და 142-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს პროსტიტუციაში ჩაბმას, სუტენიორობას და პროსტიტუციაში შუამავლობას.



გულშატ საფაროვამ თურქმენეთის მოქალაქე ორი გოგონა თურქეთში ჩაიყვანა, სადაც ისინი ჩააბა პროსტიტუციაში და აიძულებდა სექსუალური მომსახურება გაეწია თურქი ეროვნების მამაკაცებისთვის, გამომუშავებულ თანხებს კი საკუთარი მიზნებისთვის ითვისებდა.


ორივე დაკავებული გადაყვანილია დროებითი დაკავების იზოლატორში. ამჟამად მათ მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42