თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბახვა კვირიკაშვილის მიმართვა
შენი რეპორტაჟი - 13:31, 14 Jun, 2016     3344

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბახვა კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

,,უნივერსიტეტს განვითარება სჭირდება!

დროა გააანალიზოს საუნივერსიტეტო საზოგადოებამ არსებული სიტუაციის სიმძაფრე. ყველა კონფლიქტიდან არსებობს გამოსავალი, რისთვისაც საჭიროა, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, საერთო მიზნისთვის გაერთიანება.

საერთო მიზანი უნივერსიტეტის კეთილდღეობაა.

ამისათვის საჭიროა დიალოგი, ჩატეხილი ხიდის აღდგენა!

საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტების დაყოფა შეხედულებების იხედვით არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ვმსჯელობდეთ უნივერსიტეტის უკეთეს მომავალზე.

ორივე ინტერესთა ჯგუფში და არა მარტო აუდიტორია 115-სა და სტუდენტურ თვითმმართველობაში არიან ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი კონსტრუქციული, საღი და შედეგზე ორიენტირებული საუბრისა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბოლო პერიოდში არსებული "დაპირისპირება" დასრულდეს.

განვითარებულ საზოგადოებებში ყოველთვის პატივს სცემენ კანონსა და ინსტიტუციებს.

თუ ამ ორ მიმართულებაში არსებობს პრობლემები და რეალურად დროთა განმავლობაში კანონიც და ინსტიტუციური მოწყობაც ოპტიმიზაციას საჭიროებს, მაშინ აუცილებელია დაინტერესებული ინდივიდების საქმიანი ურთიერთობა.

უნივერსიტეტს განვითარება სჭირდება!

სტუდენტობა არის ძალა, რომელსაც შეუძლია პრობლემებზე ღიად საუბარი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვინდა უნივერსიტეტის განვითარება, შეგვწევს უნარი იმისა, რომ თუნდაც ცხარე კამათით, მაგრამ საბოლოოდ უნივერსიტეტისთვის ვიბრძოლოთ. ბრძოლის მეთოდი კი იდეები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპრაკებებია.

მოგიწოდებთ ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, ჩვერთოთ ამ პროცესში და დავივიწყოთ უნივერსიტეტში სიძულვილის ენა, რომელმაც ამ რთულ პერიოდამდე მიგვიყვანა.

ჩვენ ამას შევძლებთ!

უნივერსიტეტი ყველასია!

უნივერსიტეტს განვითარება სჭირდება!

‪#‎მოთმინება‬

‪#‎პატიება‬

‪#‎უნივერსიტეტისთვის‬ "






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42