,,სინოდალური გადაწყვეტილებაა, რომ ID ბარათებში არანაირი საშიშროება არ არსებობს“
საზოგადოება - 23:44, 22 Apr, 2013     1078


,,მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ ქრისტიანობის პრიმიტივიზმის და ასეთი პროცესები ხელისშემწყობია, რადგან ქრისტიანობა ბევრად მეტია, ვიდრე ამ პრობლემებზე გადაყოლა.

პრობლემა არ არის ID ბარათებში, მაგრამ ის მორწმუნე ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამასთან დაკავშირებით შიშებს გამოთქვამს, მე მათ ვუჩევდი მარტივ პოზიციაზე დგომას - ეს არის ეკლესიის ხმა, რომელსაც სამწუხაროდ ისინი არ უსმენენ.

რაც შეეხება ეკლესიურ აზრს, ის ითვალიწინებს კერძო აზრებსაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ის არის კრებსითი ხასიათის და ეს უკვე არის სინოდალური გადაწყვეტილება, რაც სამოციქულო ეკლესიას აქვს. ეს გადაწყვეტილება კი ჟღერს შემდეგნაირად, რომ ამ ბარათებში არანაირი საშიშროება არ არსებობს, აქ არ არის წარმოდგენილი არანაირი ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ ეს არის ერთი მხარე, თეოლოგიური მომენტი და არის ეკლესიის კრებსითი აზრი, მაგრამ მეორე მომენტი არის ლიბერალური მიდგომა, თუმცა სიტყვა ლიბერალურმა ცოტა სხვა აზრი შეიძინა ჩვენში, ანუ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი აზრი, თუნდაც აბსურდული, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, დეკლარირებულად, მაგრამ მაინც და სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფვის ამ ღირებულებისკენ, ვალდებულია გაითვალისწინოს ამ საზოგადოების თუნდაც აბსურდული მიდგომები და დაიცვას კიდეც.

თუკი ამ კუთხით შევხედავთ, ამ ხალხის მიდგომა არ არის პრობლემა, ის, რომ მათ არ ჰქონდეთ სურვილი აიღონ ამგვარი ბარათები. ამგვარი გამოსვლები იყო ევროპის ქვეყნებშიც იგივე დიდ ბრიტანეთშიც, მაგრამ იქ არ იყო რელიგიური მოტივი, იქ იყო სამოქალაქო მიდგომები და პროტესტი ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ, როგორც ეს ეგონათ მოქალაქეებს. ეს ჩვენი, ეკლესიის პრობლემაც არის, რომ მან ბოლომდე ვერ განმარტა სინოდის დადგენილება და ვერ მიიტანა ამ ადამიანების გულებამდე და გონებამდე. თუმცა მეორე პრობლემაც ახლავს ამას, რომ ჩვენ შეიძლება განგვემარტა, მაგრამ ისინი სამწუხაროდ მაინც თავის აზრზე დარჩებოდნენ", - განმარტა გადაცემა ,,დიალოგში" საუბრისას დეკანოზმა ლევან მათეშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42