სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს წერილი გაუგზავნა- რას აცხადებს ილია II
რელიგია - 10:54, 14 Jun, 2016     5513

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პატრიარქი მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I-ს ატყობინებს, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პატრიარქის წერილს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I,

კონსტანტინეპოლის, – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო,

გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე; ამასთან დიდი პატივისცემით გვსურს თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა წმინდა და დიდი კრების ირგვლივ დღეს არსებული ვითარება და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვა და სხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება.

გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

13 ივნისი, 2016 წელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42