ორლანდოს გეი-კლუბში მომხდარი სროლისას გარდაცვლილი მამაკაცის დედა შვილთან უკანასკნელ წუთებში sms-მიმოწერას ასაჯაროვებს. შეტყობინებებში ედი ჯასთისი დედას მომხდარის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
მინა ჯასთისს შინ ეძინა, როცა შვილისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიუვიდა, მისი ვაჟისგან, რომელიც ტრაგედიის დროს კლუბ „პულსში“ იმყოფებოდა.
მისი 30 წლის ვაჟის პირველი შეტყობინება ამ შინაარსის იყო: „დედა, მიყვარხარ, კლუბში ისვრიან“.
მინა ჯასთისი ცდილობდა მისი ვაჟისთვის დარეკვას, მაგრამ ედი არ პასუხობდა და შემდეგ მისწერა მას და დაინტერსდა იყო თუ არა კარგად.
პასუხი იყო ასეთი: „აბაზანაში ვარ ჩაკეტილი“
მას შემდეგ რაც მინა დაინტერესდა რომელი კლუბი იყო ედიმ უპასუხა რომ იგი „პულსში“ იმყოფებოდა და დაერეკა პოლიციისთვის „ალბათ მოვკვდები“, დასძინდა ედიმ.
მინამ 911-ზე დარეკა და შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში შვილს განუწყვეტლივ სწერდა:
„ვურეკავ ახლა“
„ისევ იქ ხარ?“
„უპასუხე ამ დაწყევლილ ტელეფონს“
„დამირეკე“

მოგვიანებით ედიმ უპასუხა: „დაურეკე, სასწრაფოდ პოლიციას“ მან კვლავ მისწერა, რომ ისევ აბაზანაში იყო „ის მოდის, ალბათ მოვკვდები“
ჯასთისმა ვაჟს ჰკითხა იყვნენ თუ არა დაშავებულები რაზეც ედიმ უპასუხა: „კი, ბევრი“.
დედამ ვაჟისგან უკანასნელი შეტყობინება მიიღო: „კვლავ აბაზანაში ვართ, ის ჩვენთან ერთად არის აქ, უთხარი პოლიციას, რომ გვიშველოს“
დღეს გამთენიისას დედამ სამართალდამცავებისგან ოფიციალური დასტური მიიღო იმის შესახებ, რომ მისი 30 წლის ვაჟი სროლის შედეგად გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






