მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში გეი-კლუბში 50 ადამიანი მოკლა, 53 კი დაჭრა იდენტიფიცირებულია, ეს უკანასკნელი გახლავთ ომარ მატინი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, რომლის შესახებაც ცნობები FBI-ს 2013 წლის შემდეგ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, მატინი ISIS-ის მებრძოლი იყო.
მომხდარი აშშ-ს უახლეს ისტორიაში ყველაზე სისხლისმრვრელ ტრაგედიად შეფასდა.
სამართალდამცავების ოფიციალური ცნობი, 29 წლის მატინი, რომელიც სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა, კლუბში რელიგიური მოტივებით შეიჭრა.
მატინის მამა NBC News - თან საუბრისას აცხადებს, რომ „მომხდარს რელიგიასთან კავშირი არ აქვს“. სადიქი მატინის თქმით, მისი ვაჟი „გაბრაზდა“, მას შემდეგ რაც დაინახა ორი მამაკაცი, რომლებიც მაიამის ერთ-ერთ გარეუბანში ერთმანეთს კოცნიდნენ.

მისივე განცხადებით, ოჯახი არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მატინი მსგავს ქმედებას გეგმავდა: „ჩვენ ისევე შოკირებული ვართ, როგორც მთელი ქვეყანა“, - აცხადებს დამნაშავის მამა.
FBI-ს აგენტი რონ ჰოპერი ჟურნალისტებთან საუბრისას მატინის წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ მას სამართალდამცავებთან შეხება 2013 წლის შემდეგ ორჯერ ჰქონდა, რადგან გამოძიება მისით დაინტერესდა იმ მოტივით, რომ შესაძლოა მატინი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი ყოფილიყო.
გამოძიება კი მას შემდეგ დასრულდა, რაც გამომძიებლებმა მატინის წინააღმდეგ ვერავითარი ფაქტი ვერ დაადგინეს. მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი 2014 წელს კვლავ დაკითხეს სირიაში ტერორისტებთან შესაძლო კონტაქტის მოტივით.

მატინი ნიუ იორკში დაიბადა, მისი მშობლები ავღანელები არიან. მისი ყოფილი მეუღლე Washington post-თან საუბრისას აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი სასტიკი და არასტაბილური ადამიანი იყო, რომელიც განუწყვეტლივ ძალადობდა ფიზიკურად მასზე.
წყვილი 2009 წელს დაქორწინდა, მათ ერთმანეთი სოცილაური ქსელის მეშვეობით გაიცნეს, მაგრამ მშობლებმა გოგონა მატინისგან რამდენიმე თვეში წაიყვანეს, მას შემდეგ რაც მისი ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ თვალსაჩინო გახდა.
„ის არასტაბილური პერსონა იყო. მცემდა. მას შეეძლო მოსულიყო სახლში და მხოლოდ იმიტომ ვეცემე, რომ სარეცხ მანქანას რეცხვა არ ჰქონდა დასრულებული, ან რაიმე მსგავსი მიზეზით“, - იხსენებს ქალბატონი. იგი ასევე იხსენებს, რომ მატინი რელიგიური პიროვნება არ იყო როცა მასთან ერთად ცხოვრობდა, ასევე ფლობდა მცირეკალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს.
მისივე თქმით, დანაშაულის მიზეზი არ შეიძლება იყოს რელიგიური მოტივი, ქალბატონის მტკიცებით მატინი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პიროვნება იყო. წყვილი 2011 წელს განქორწინდა.
მასალის გამოყენების პირობები






