ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა.
როგორც ირაკლი კორძაიამ აღნიშნა, დაწესებულების თანამშრომლები 2008 წლიდან სისტემატურად ახდენდნენ დაწესებულების პატიმრებზე ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლას.
"დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი თეიმურაზ გოგოლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ირაკლი ჭითანავა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი კობა ანთია, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი გოგიტა გაბისონია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორი ონისე ლაგვილავა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ნიკოლოზ ბარგანჯია ბრალდებულებს სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას", - აცახდებს კორძაია.
მისივე თქმით, სამი მათგანი, თეიმურაზ გოგოლი, კობა ანთია და გოგიტა გაბისონია ფიგურირებს საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში. ადმინისტრაციის 6 თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






