,,ჩვენ არ მივიღებთ კრებაში მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელი“ - ილია მეორე
რელიგია - 17:01, 12 Jun, 2016     6846
საბერძნეთში დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიების დიდ კრებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში. როგორც საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, საქართველოს ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ყველა ღონეს იხმარს, რათა დაცული იყო მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა. თუმცა უწმინდესის თქმით, ეს ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე.

,,ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოშობს სხვადასხვა პრობლემებს და აი ამ დროს ადამიანი უნდა იყოს ფრთხილი, რომ არ ჩავარდეს უფსკრულში, არ ჩაიდინოს და არ გააკეთოს ისეთი საქმე, რომლის გამოსწორება მერე ძნელი იქნება.

17-დან იწყება საბერძნეთში დიდი კრება, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, მაგრამ ერთულობნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი დაგვეხმარება, რომ ჩვენ დავიცვათ ის მცნებები, რომელიც გადმოგვცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42