ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გადადო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოთხოვნით დანიშნული რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტის გადადგომის საკითხს ეხებოდა. დიქტატორმა ეს ფაქტი დროის სიმცირით ახსნა - "რეფერენდუმის გამართვისთვის დრო არ გვაქვს, ის 2017-ში გაიმართება."
ოპოზიციისათვის მთავარი სწორედ რეფერენდუმის გამართვის დროა - თუ იგი 2017 წლის 10 იანვრამდე გაიმართება და ხალხი მადუროს გადადგომას დაუჭერს მხარს, ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნება. ამ თარიღის შემდეგ კი, მადუროს დამარცხების შემთხვევაში მის პოსტს 2019 წლის 10 იანვრამდე ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს და მმართველი პარტია ძალაუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს.
ოპოზიციურმა ძალებმა 2016 წლის 2 მაისს 1 850 000 ხელმოწერა შეაგროვეს, თუმცა ქვეყნის საარჩევნო საბჭომ 600000 ხელმოწერა ბათილად ცნო. ხოლო დანარჩენ 1 350 000 ხელმომწერი დაავალდებულა, რომ საკუთარ საარჩევნო უბანზე გამოცხადდეს და პირადად დაადასტუროს თავისი ხელმოწერის ნამდვილობა.
მასალის გამოყენების პირობები






