მელ ბრუქსის 1987 წელს გამოსულ კინოპაროდიაში "Spaceballs" ფილმის გმირები დასცინოდნენ კოდს "12345", რომელიც ბარგის შემნახველ სათავსოს ედო: "ამის გამოცნობა ხომ ყველას შეუძლია, სულელი თუ დაადებს ამგვარ კოდს," - ამბობს ფილმის ერთერთი გმირი.
CNN-ის ცნობით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 30 წლის შემდეგ, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში, სწორედ ასეთი მარტივი პაროლი აღმოჩნდა ყველაზე ხშირად გამოყენებადი Twitter-ში. კომპანიის მონაცემებით 120 000 ადამიანი სწორედ ამგვარ პასვორდს - "123456" იყენებდა. პოპულარობით მეორეა კოდი "123456789". შემდეგ მოდის "qwerty" და "password".
ეს მონაცემები მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ჰაკერმა, რომლის ნიკნეიმიც იყო "Tessa88", 32 000 000-მდე Twitter-ის მონაცემთა ბაზა გატეხა და მათ გაყიდვას ინტერნეტბაზარზე 10 ბიტკოინად (დაახლ. 6000 დოლარი) ცდილობდა. Twitter-ში აცხადებენ, რომ თავად მომხმარებელთა მონაცემთა ბაზა არ არის დაზიანებული, "Tessa88"-მ უბრალოდ მომხმარებელთა კომპიუტერებში malware ვირუსი დააინსტალირა და პაროლები მოიპარა. კომპანია ინტერნეტუსაფრთხოების დაცვის კომპანია LeakedSource-თან ერთად ამჟამად მონაცემთა დაცვის მექანიზმზე მუშაობს. Twitter-ის წარმომადგენლები მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევენ, რომ უფრო რთული კომბინაციები გამოიყენონ, თავიანი აქაუნთების დაცვის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






