არქიმანდრიტი მამა სოგრატე (ჭულუხაძე) დაიბადა 1933 წლის 19 თებერვალს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ზემო აჩაბეთში, მრავალშვილიან ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ მამა სოგრატმა მცხეთის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა. 1968 წლის 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის მაისში მღვდლად აკურთხეს და სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. პარალელურად, სემინარიის პედაგოგი იყო. ჯერ დიდუბის ეკლესიაში, შემდეგ კი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, მოგვიანებით მამა დავითის სახელობის ტაძარში. 1975 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით მეხუთემ მამა სოგრატი ბერად აღკვეცა, არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. იქ წლების მანძილზე იმსახურა.1979 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იგი მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1992 წელს მამა სოგრატი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის, სამთავროს დედათა მონასტრის და ღირსი შიო მღვიმელის მონასტრის მთავარ ხუცესად დაინიშნა. 2002 წელს კი საქართველოს ეროვნული აკადემიის რელიგიისა და ეთნოკულტურის განყოფილების მრჩევლად აირჩიეს და აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს.
მასალის გამოყენების პირობები