6 ივნისს , ამერიკული ხომალდი „პორტერი“, ნატოს ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის ფარგლებში შავ ზღვაში შევიდა.
კელინის თქმით, „აშშ-ის გემები დროდადრო შავ ზღვაში შედიან, რაც საპასუხო ზომების მიღებას ითხოვს.“
კელინმა აღნიშნა, რომ ამერიკული გემების გადაადგილებაში ახალი არაფერია, რადგან არსებობს გადაადგილების თავისუფლება, თუმცა „ნატოს ვარშავის სამიტის წინ, მსგავსი ჟესტი, ძალის დემონსტრირებას წარმოადგენს, რაც დაძაბულობის გარკვეულ ზრდას იწვევს.“
დუმის თავდაცვის კომიტეტის პირველმა თავმჯდომარემ სერგეი ჟიგარევმა არ გამორიცხა, რომ რუსეთმა შესაძლოა შავი ზღვის ფლოტი გააძლიეროს და აშშ-ის საპასუხოდ დამატებითი წვრთნები ჩაატაროს. მისივე თქმით, მოსკოვი დააკვირდება, შეესაბამება თუ არა უცხოური გემების გადაადგილება იმ ხელშეკრულებას, რომლითანც მათი ამ აკვატორიაში ყოფნა რეგულირდება.
მასალის გამოყენების პირობები






