დანიელი ტურისტი ქალის გაუპატიურებისთვის, ხუთ ინდოელ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო - 18:02, 10 Jun, 2016     7376
დელის სასამართლომ , 52 წლის დანიელი ტურისტი ქალის გაუპატიურებისთვის, ხუთ ინდოელ მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, შემთხვევა 2014 წლის იანვარში მოხდა. აღნიშნულ საქმეზე სულ ცხრა ადამიანი იყო დაკავებული, მათ შორის სამი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი დაკავებული განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა, არასრულწლოვანების საქმეს კი სასამართლო ცალკე განიხილავს.

2014 წელს, დანიელ ტურისტს ინდოეთის ტურისტულ რაიონში ფახარგნჯში, სასტუმროსკენ მიმავალი გზა აერია და დასახმარებლად მამაკაცებს მიმართა, რომლებმაც ის გაძარცვეს და გააუპატიურეს, თან დანით ემუქრებოდნენ.

პოლიციაში ქალმა დანიის ელჩის თანდასწრებით მოძალადეების გარეგნობა დეტალურად აღწერა, მოგვიანებით კი ქვეყანა დატოვა.

დამნაშავეები მალევე დააკავეს.

ხუთივე მსჯვარდებულს განაჩენის გასაჩივრება სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში შეუძლიათ.

მას შემდეგ რაც, 2012 წელს დელიში ავტობუსში სტუდენტი გოგონა გაუპატიურეს , შემდეგ კი მოკლეს, სექსუალური დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უფლებადამცველი აცხადებენ, რომ ნდოეთში სექსუალური დანაშაულის სტატისტიკა კვლავაც საგანგაშოა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42