ბელგია საფრანგეთს ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილ მუჰამედ აბრინის გადასცემს
მსოფლიო - 16:41, 10 Jun, 2016     2182
ბელგია მზად არის პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილის მუჰამედ აბრინი საფრანგეთს გადასცეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ მიიღო.სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბელგია საფრანგეთს ასევე გადასცემს მუჰამედ ბაკალის, რომელიც ასევე 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში არის ეჭვმიტანილი.
პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი აბრინი აპრილში დააკავეს. ის ზავენტემის აეროპორტის სათვალთვალო კამერებმა თვითმკვლელ ტერორისტებთან ერთად დააფიქსირა.შეგახსენებთ, ე.წ „ისლამური სახელმწიფოს’" ტერორისტებმა ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს ტერაქტები განახორციელეს. აფეთქებების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. 2015 წლის 13 ნოემბერს, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს კი 128 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 200-მდე ადამიანი.

გამომძებლებმა მოგვიანებით, აბრინის კომპიუტერში წერილი აღმოაჩინეს. წერილში აღნიშნულია, რომ აბრინი მიესალმება გასული წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებულ თავდასხმებს და სურს , ანალოგიური, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულოს. როგორც გამომძიებლები ამბობენ, ეჭვმიტანილს კომპიუტერიდან აღნიშნული წერილის წაშლა სცადა, თუმცა გამომძიებლებმა მისი აღდგენა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ მუჰამედ აბრინი ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილებს შორის ერთადერთია, ვინც ცოცხალი გადარჩა.
გამომძიებლების ცნობით, იგი პარიზში გასულ წელს მომხდარი ტერატის განხორციელებაშიც მონაწილეობდა.

გასულ თვეს, ბელგიამ საფრანგეთს პარიზის ტერაქტებში ეჭმიტანილი სალაჰ აბდესლამიც გადასცა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42