ინგლისის ფეხუბრთის გულშემატკივართა ფედერაციამ პასუხისმგებლობა ფიზიკური დაპირისპირებისთვის ფრანგებს დააკისრა. ფედერაციის წარმოამდგენლის განცხადებით, ყველაფერი კარგად იყო, სანამ ფრანგი ახალგაზრდების 30-40 კაციანი ჯგუფი არ გამოჩნდა, რომლებიც ინგლისელების პროვოცირებას ცდილობდნენ.
ფრანგული მედიის ცნობით კი, არეულობის პროვოცირება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ინგლისელებმა მოახდინეს.
დაპირისპირებულთა დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაპატიმრებულია ორი ბრიტანელი გულშემატკივარი, კიდევ ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დღეს, საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. გახსნით შეხვედრაში, საფრანგეთის ცენტრალურ სტადიონზე, ”სტად დე ფრანსზე” ერთმანეთს საფრანგეთისადა რუმინეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






