ამის შესახებ სავჩენკომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“მე ვხედავ, რომ ადამიანები მარადიულები არ არიან, ისევე, როგორც პრეზიდენტები. მე რუსეთში სხვა პრეზიდენტს, სხვა პოლიტიკას ვხედავ. მე ვხედავ რუსებს, რომლებიც იმუშავებენ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. მათ ჰყავთ ასეთი ადამიანები. ეს მათი ოპოზიციაა. მე ვხედავ, რომ მათთან მომავალში თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში, რამდენ ხანსაც არ უნდა გასტანოს მან, სამწუხაროდ, შეუძლებელია” - განაცხადა სავჩენკომ.
შეგახსენებთ, 25 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, სავჩენკოს შეწყალების შესახებ. რომელსაც რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ედებოდა ბრალი და მოსკოვის სასამართლოს მიერ 22 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
სავჩენკო უკრაინაში ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ორ რუს სამხედროზე , ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევზე გაცვალეს, რომელთაც 14-14 წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
„ბიბისისთან“ ინტერვიუში სავჩენკომ განაცხადა, რომ პუტინს მისი შეწყალების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან თუ ის ამას არ გააკეთებდა და ის ციხეში მოკვდებოდა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება საბოლოოდ გაიგებდა, რა არის რუსეთი.
მასალის გამოყენების პირობები






