დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:38, 10 Jun, 2016     1839
ყაზახეთში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქვეყნის პრემიერ–მინისტრს კარიმ მასომივს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე, ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუჰამეთ ერთსიბაევი, ასევე ყაზახეთის მთავრობის წევრები და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდა ფიქსირდება ყველა მიმართულებით. „ეს არის კონკრეტული ციფრები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ყაზახეთიდან,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფერო დაასახელა. მისი განცხადებით, ყაზახეთსა და საქართველოს, ერთობლივი ძალისხმევით, შეუძლიათ მოიზიდოთ დამატებითი ტვირთები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად მხარეებმა მოიყვანეს სარკინიგზო გადაზიდვები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ განხორციელდა ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.

ყაზახური მხარემ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც იდგმევა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მათ შორის, სწორედ ე.წ. კასპიური სატრანზიტო დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც განიხილება განახლებული აბრეშუმის გზის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად.

შეხვედრაზე კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება ეს არის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის სიხშირე კვირაში 20–მდე გაიზარდა, რაც აუცილებლად გაზრდის საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობასაც ყაზახეთიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42