დღეს ჯონი დეპის დაბადების დღეა - ჯეკ ბეღურა 56 წლის გახდა
ეს საინტერესოა - 15:31, 09 Jun, 2019     19798
დღეს, ჰოლივუდის ვარსკვლავის და ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებული მსახიობის, ჯონი დეპის დაბადების დღეა. ჯეკ ბეღურას 56 წელი შეუსრულდა.

ჯონი დეპი ცნობილი გახდა 1980-იან წლებში კინოსერიალით „ჯამფ-სტრიტი 21“. ითამაშა წარმატებულ ფილმებში „მაკრატელისხელება ედვარდი“ (1990), "კოკაინი" (2001), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (2005), „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ (2010), „რანგო“ (2011), ასევე „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმებში (2003-დღემდე).



ჯონი დეპს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ფილმისათვის „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“ (2007) და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003). ჟურნალმა „People“ მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ (2003, 2009). 2012 წელს შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით

ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“ (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა. მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში„ოცეული“ (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.









დეპის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო Walt Disney Pictures-ის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003), რომელშიც მან კაპიტან ჯეკ ბეღურას როლი ითამაშა. კრიტიკოსებმა მსახიობის თამაში დადებითად შეაფასეს და ოსკარისთვისაც იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.

2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“. მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში„ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, რომელიც ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მსახიობი კი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.

ჯონი კვლავ დაუბრუნდა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდგომ ფილმებში:„მკვდრის სკივრი“ (2006), „მსოფლიოს დასასრული“ (2007), „უცნაურ ნაპირებზე“ (2011), „"მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან" თითოეული მათგანი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა.

2007 წელს მსახიობმა ითამაშა ტიმ ბარტონის მიუზიკლში „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“; ამ როლისათვის მან ოქროს გლობუსი მოიგო.

2004 წელს ჯონი დეპმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „Infinitum Nihil“, რომელიც მონაწილეობს პროექტებში, სადაც ის მსახიობი და/ან პროდიუსერია. კომპანიის პრეზიდენტი დეპის და, — კრისტი დემბროვსკია. კომპანიის პირველი პროდუქტი იყო 2011 წელს გამოსული „რომის დღიურები“. 2011 წელსვე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“, 2012 წელს კი ტიმ ბარტონის „ბნელი ჩრდილები“.

1983-85 წლებში ჯონი ქორწინებაში იმყოფებოდა ლორი ანნ ელისონთან. თუმცა, ჯონი დეპის თაყვანისმცემლები ჯონი დეპსა და სუპერმოდელ ქეით მოსს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად მიიჩნევენ.

მსახიობს 14 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ვანესა პარადისთან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს ლილი-როუზ დეპი და ჯონ კრისტოფერ დეპი III.

მისი მეორე ქორწინება კი სკანდალურად დასრულდა. მისმა მეორე მეუღლემ ემბერ ჰარდმა ის ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, სასამართლოშიც უჩივლა და განქორწინება მოითხოვა.

თუმცა ჯონი დეპის დასაცავად ლამის მთელი ჰოლივუდი გამოვიდა. ყველაზე აქტიური მხარდამჭერები კი მისი ყოფილი მეუღლეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც თავიანთი პოზიცია პირველებმა დააფიქსირეს და ჯონის მხრიდან ძალადობა გამორიცხეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42