ამის შესახებ სააგენტო Euobserver წერს.
სააგენტოს ცნობით, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას - ნიდერლანდებს და ევროკავშირის საგარეო უწყებას ერთობლივი წერილით მიმართეს.
წერილში, ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეთანხების მიღწევა პარასკევს, ლუქსემბურგში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ან 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება შესალებელი.
"წერილში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც საქართველომ სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა, საჭიროა ევროკავშირმა შეთანხმების თავისი წილი შეასრულოს" - წერს გამოცემა.
“გადაწყვეტილების მიღების შეყოვნება ძირს უთხრის ჩვენდამი ნდობას და შესაძლოა, იქონიოს უარყოფითი შედეგი საქართველოსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეფორმებზე” - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკის წარმომადგენლები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან. გამოცემის თანახმად, კონსერვატიული ბლოკის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ორგანიზებული დანაშაულის ზრდას გამოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები






