10:00 საათზე - სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ (თბილისი, კოსტავა ქ.N14 ) საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციში „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“ .
10:30 საათზე - თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ ბრიფინგს გამართავს.
მის. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ჟ. შარტავას 7.
11:00 საათზე - თბილისის მერი ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შეაჯამებს და ჟურნალისტებს ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გააცნობს.
მისამართ: თბილისის ზოოპარკი
საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 141 151
11:00 საათზე - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით გერმანული საპროთეზო ცენტრის “OttoBock”-ის წარმომადგენლები ქართველ ამპუტანტ ვეტერანებს პროთეზების დასამზადებლად ზომებს აუღებენ.
მისამათი: კეიდიას ქ. №7 (ყოფილი კახოვკა), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი
საკონტაქტო ტელ: 568 00 14 14, 595 53 00 21 .
11:00 საათზე, გურჯაანში განახლებული სასამართლოს შენობა გაიხსნება, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის საბჭოს წევრები დაესწრებიან.
მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24, გურჯაანის რაიონული (საქალაქო) სასამართლო
11:00 საათზე - საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი დაარეგისტრირებს პარტიას საარჩევნო სუბიექტად სახელწოდებით ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები". ასევე საქართველოს უკლებლივ ყველა რაიონში წარადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს. ამით პარტია ოფიციალურად გახსნის საარჩევნო კამპანიას.
11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში, მედიკოსთა ხელშეწყობისა და პროფესიული განვითარების ფონდის (HDSF) და საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: გუდიაშვილის ქ. #7/10
საკონტაქტო პირი თამარ გედევანიშვილი - 599 30 36 36, 555 00 33 13
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს.
თემები: წინასაარჩევნო კამპანია, ვიზალიბერალიზაციის საკითხები, რუსთავი 2-ის საქმე და სხვა მიმდინარე მოვლენები.
მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
11:30 საათზე - მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოსები გამართავენ პრესკონფერენციას ვანო კიღურაძის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერებათა აკადემიის არსებულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას.
11:30 საათზე - ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ლაპკო პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ”როგორ იყენებენ ახალგაზრდებს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები”.
11:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნა, ვალდებულებები და საარჩევნო გარემო; ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის განცხადებები; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
12:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, მოკლულ, 21 წლის თემურ მიქიას გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედა, ლამზირა მიქია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ძებნილი, ყოფილი პოლიციელი ელდარ მიქაძე უზენაესმა სასამართლომ გაამართლა.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
12:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, დარბაზი N304
12:00 სათზე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, დარბაზი N306
12:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ბრიფინგს გამართავს.
თემები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ინვესტიციები; სააკაშვილის ეკონომიკისა და ახალი მთავრობის ეკონომიკის შედარება.
მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
13:00 საათზე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტის, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
მის: მინდელის ქ. N9
13:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
ქუთაისი, დარბაზი №301
13:30 საათზე - პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ ბიზნესმენი, სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია 42-ე მუხლის წარმომადგენელი რუსუდან მჭედლიშვილი, დაზარალებული ხათუნა ელიზბარაშვილი და ადვოკატი ლადო სანიკიძე.
თემა: 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები.
15:00 საათზე - ”თიბისი“ ბანკის სათავო ოფისში ”ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭო“ (EUGBC), ევროკავშირის დაფინანსებით გამართავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7
17:00 საათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული დირექტორინ ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდებიან.
მისმართი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი; ნინოშვილის ქ. #35; საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე - 595053605
20:00 საათზე- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ქართული შრიფტების კონკურსის „ქართული ა“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ”თიბისი ბანკის” პროექტის, #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება.
მის: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
მასალის გამოყენების პირობები






