რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი და მაკსიმ ვიტორგანი ბავშვს ელოდებიან. ქსენია სობჩაკის ორსულობის შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცლებულა, თუმცა ახლა ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ სობჩაკი ნამდვილად „საინტერესო მდგომარეობაშია“ . რამდენიმე დღის წინ 34 წლის სობჩაკი მხატვარ ლეონ ბაკსტის გამოფენაზე იყო მისული, მედიის ინფორმაციით სწორედ მისი ჩაცმულობა გახდა ეჭვის საბაბი, თითქოს სობჩაკი ფართო სამოსით რაღაცის დამალვას ცდილობდა.
ქსენია სობჩაკს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ მას დიდი სურვილი არ აქვს, რომ ბავშვი ჰყავდეს, თუმცა მიაჩნია რომ დრო მიდის და ამის საჭიროება მალე დაუდგება.
„მე არ მინდა, რომ 60 წლისას შვილი არ მყავდეს, მაგრამ ახლა მათ საჭიროებას ვერ ვგრძნობ. ამასთანავე ვხვდები, რომ 33 წლის ვარ და ბუნება იმგვარადაა მოწყობილი რომ ბავშვის საკითხი 40 წლამდე უნდა მოვაგვარო. რაც ადრე მით უკეთესი“- განაცხადა სობჩაკმა ერთ-ერთ ინტერვიუში ცოტა ხნის წინ.

მასალის გამოყენების პირობები






