„ელ ალ აირლაინსმა“ თელ - ავივის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:32, 07 Jun, 2016     1111
დღეს, ისრაელის ნაციონალურმა ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინსი“ თელ - ავივი - თბილისი - თელ - ავივის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. ფრენები ყოველ სამშაბათს Boeing 738/739 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ავიაკომპანიის პირველი რეისის აღსანიშნავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ტავ ჯორჯიას მენეჯმენტი, „ელ ალ აირლაინსის“, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქაერონავიგაციის ხელმძღვანელობა და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

2016 წლის დასაწყისში, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის ტავ ჯორჯიასა და ისრაელის ნაციონალური ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინს“ შორის დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. თბილისის მსგავსად, „ელ ალ აირლაინს“ თელ - ავივის მიმართულებით ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც ასრულებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ - ავივის მიმართულებით ფრენებს „ელ ალ აირლაინს“ გარდა, „აირზენა“ „არკია“ და „ისრ აირი“ ასრულებენ.

ისრაელის ნაციონალური ავიაკომპანია „ელ ალ აირლაინსი“ რეგულარულ სამოქალაქო რეისებს 1948 წლიდან ახორციელებს. დღეისთვის, ავიაკომპანიის ავიაპარკი 40 სხვადასხვა მოდიფიკაციის ბოინგისაგან შედგება, რომლებიც რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპის, სამხრეთ ამერიკის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით ასრულებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42