10:00 საათზე - ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების (BSO) ფორუმით EU4Business კვირეული გაიხსნება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესის ხელშემწყობი ასოციაციები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი მარიამ ქუჩულორია - 599 22 26 26
მის.: ორთაჭალა, ხეივნის ქ. #12/13, სასტუმრო ”კონტინენტალ ქრონ პალასი“
10:00 საათზე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს შეხვდება.
მის.: ჭავჭავაძის N1, უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდიტორია 115
10:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრი ია მეტრეველი ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
11:00 საათზე - ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართება სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი მიღწევები და საქართველოში End-TB სტრატეგიის ამოცანების შესრულების პერსპექტივები განიხილება. კონფერენციაზე სიტყვით შრომის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გამოვა.
მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“.თავისუფლების მოედანი N4
საკონტაქტო პირი: ნათია თევდორაშვილი- 593187771
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
11:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებულ მობილურ ამბულატორიას დაათვალიერებენ და C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროცესს დაესწრებიან.
მის: ბათუმი (ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო “შერატონსა” და “ინტურისტს” შორის)
საკონტაქტო პირი: ნინო ტალახაძე - 595053605
11:00 საათზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)~
11:00 საათზე - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თეიმურაზ ჭკუასელის შეხვედრა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან, საპარლამენტო მდივანთან ზაალ სარაჯიშვილთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, თამარ გამილაღდიშვილთან, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველთან, მერაბ მენაბდესთან და მოწვეულ სტუმრებთან
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
11:00 საათზე - სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია, რომელზეც განიხილება პროექტის ძირითადი მიღწევები და End-TB სტრატეგიის ამოცანების შესრულების პერსპექტივები საქართველოში, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი გახსნიან.
11:30 საათზე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
12:00 საათზე - „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო; კონტრასიგნაცია - საარჩევნო თარიღის გამოცხადება და ქვეყნის ვალდებულებები სხვადასხვა მიმართულებით; ახალი პოლიტიკური პარტიები; ვიზალიბერალიზაცია.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
13:00 საათზე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
14:00 საათზე - ნუცუბიძის მე-2 პლატოზე, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სკვერში (ჟუილი შარტავას სახელობის სკვერი) ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი ირაკლი ალასანია დევნილებს შეხვდება.
15:00 საათზე - არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში შეხვედრას გამართავენ და გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ
მისამართი: რუსთაველის 21
15:00 საათზე - აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15:00 საათზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15:00 საათზე- სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” ისლანდია-საქართველოს ბიზნესსემინარი გაიმართება, რომელსაც ისლანდიის ვაჭრობის მინისტრი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ისლანდიის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დაესწრებიან.
თემა: „ისლანდიისა და საქართველოს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში“.
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500
16:00 საათზე - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 7 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი გახსნიან.
18:00 საათზე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ნუგზარ მეძმარიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ლადო გუდიაშვილის ქ. #1, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
19:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით და კომპანია ,,სვენეთის’’ ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში სოციალურ-კულტურული პროექტის ,,თბილისური წალკოტი“ პრეზენტაცია გაიმართება. მის: თავისუფლების N2 (თამარ მეფის სახელობის დარბაზი)
მასალის გამოყენების პირობები






