ქალი საკუთარ თავზე გათხოვდა
აშშ -ში მცხოვრებმა 36 წლის ნადინ შვაიგერთმა 2013 წლის მარტის ბოლოს საკუთარ თავზე იქორწინა. დაქორწინების მიზეზი: მას სურდა ამ ფაქტით ეჩვენებინა, რომ ქალს მამაკაცის გარეშეც შეუძლია ბედნიერი იყოს.
ქორწილის ცერემონიალზე ნადინმა 45 სტუმრისა და მღვდლის წინაშე დაიფიცა, რომ სამუდამოდ საკუთარი თავის ერთგული დარჩება, გარდა ამისა, თავს ნიშნობის ბეჭედიც უსახსოვრა.
პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ნადინი წლების განმავლობაში ელოდა ისეთი პიროვნების გამოჩენას, რომელიც გააბედნიერებდა, მაგრად ამაოდ. ბოლოს, მეგობრის რჩევით, საკუთარ თავზე დაქორწინება გადაწყვიტა.
კაცი, რომელიც საკუთარ თავზე დაქორწინდა.
2010 წელს 39 წლის ლიუ იე, ჩინეთიდან, დაქორწინდა საკუთარ თავზე. ცერემონიას ესწრებოდა 100 სტუმარზე მეტი. მას და მის მუყაოს გამოსახულებას, წითელ კაბაში, თან ახლდათ თითო-თითო მეჯვარე.
ლუიმ განაცხადა, რომ ბევრი მიზეზი აქვს საკუთარ თავზე დასაქორწინებლად, მაგრამ ამას ძირითადად იმიტომ აკეთებს,რომ უკმაყოფილებას გამოხატავს რეალობისადმი, ეს ქორწინება მას "მთლიანს" ხდის და მისი მოსაზრება ოჯახის შექმნის შესახებ სხვებისაგან განსხვავდება.
მასალის გამოყენების პირობები






