09:30 საათზე - სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
შეხვედრას გახსნიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის (AML/CFT) უწყებათშორისი საბჭოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.
მის: მერაბ კოსტავას ქ. #14
10:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებთან.
შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის წევრები დაესწრებიან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)
10:00 საათზე - ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ შესასვლელთან ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ახალი დოკუმენტაცია და ახლად აღმოჩენილი გარემოებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ყიდვასთან დაკავშირებით.
საკონტაქტო პირები თამუნა ეფრემიძე - 5558101371,მაკუნა ჟვანია - 599434308
10:00 საათზე - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციას შეხვდება. შეხვედრას ”საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის წევრები დაესწრებიან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)
10:30 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვიზალიბერალიზაცია, საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11.00 საათზე - სასტუმრო „ რედისონში“ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ჩატარდება.
11:00 საათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს.
თემა: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები ფართოვდება.
მის: წერეთლის გამზ. #144,ჯანდაცვის სამინისტრო
11:00 საათზე - ”ქორთიარდ მერიოტში”, ”მშვიდობის ფონდის“ ორგანიზებით პოლიტიკური დებატები გაიმართება.
თემა: ”ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხები საქართველოში“.
11:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციასთან, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებულობით დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ.
საკონტაქტო პირი ჯაბა ჯობაძე - 599 104 418
11:00 საათზე - კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში, ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა ბრიფინგს გამართავს და ფონდისა და უნივერსიტეტების სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
11:30 საათზე - ექსპერტი ლევან კანალდაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილის ეკონომიკური ნაწილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ეროვნული ვალუტა და ეროვნული ბანკი.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
12:00 საათზე - ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
12:00 საათზე - ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრს წარადგენს.
12:00 საათზე - სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.
6 ივნისს, 12.00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის IV საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
12:00 საათზე - პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური საკუთარ პარტიასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და საინიციატივო ჯგუფს წარადგენს.
თბილისი, პარლამენტის შენობა, ოთახი #512
12:00 საათზე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
12:00 საათზე - თბილისში, პარლამენტის წინ და ბათუმში იუსტიციის სახლთან უვადოდ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართება.
13:00 საათზე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638
13:00 საათზე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია „ქართული ღვინო“ წარმომადგენლები ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს მოინახულებენ.
13:00 საათზე - კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, 14:00 საათზე, გამგეობის წევრები გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც „სასკი ბასკონიასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაციას მიაწვდიან.
15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
16:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
16:00 საათზე - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
16:00 საათზე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
17:00 საათზე - საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ქრისტიანული პოეზიის მე-6 ფესტივალი - „წმინდა ნინოს ჯვარი“ გაიმართება.
მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული
მასალის გამოყენების პირობები






