მალხაზ მამფორიასა და პაატა გვილავას გირაო, ხოლო მიმალულ ონისე ხუბულავას წინასწარი პატიმრობა (დაუსწრებლად) შეეფარდათ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების სახით მამფორიასა და გვილავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. მათ ბრალად ჯგუფური ხულიგნობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაკეთება ედებათ.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს ციხისძირთან ინციდენტი მოხდა მოქალაქეებსა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს შორის. დაზარალებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები მათ თხოვდნენ ეჩვენებინათ, ჰქონდათ თუ არა თან ჯვარი, ამავე დროს ეკითხებოდნენ, ქრისტიანები იყვნენ თუ "თათრები" ან "თურქები". სამხედროებმა რამდენიმე მოქალაქეს იარაღის კონდახი ჩაარტყეს. საქმეში ფიგურირებს ჰაერში გასროლა დაშინების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






