CNN-ის ინფორმაციით, მომღერალი პრინცის გარდაცვალების მიზეზი ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის, კერძოდ ფენტანილის „შემთხვევითი გადაჭარბებული დოზა“ გახდა.
ამის შესახებ „სიენენი“ სამედიცინო ექსპეტრიზის შედეგებზე დაყრდნობით იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატს მედიკოსები კიბო მკურნალობის დრის ნიშნავენ, თუმცა მისი უკანონოდ გამოყენების ფაქტებიც ხშირია, რაც აშშ-ში დიდ პრობლემასა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზსაც წარმოადგენს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის, პრინცი ფენტანილს ექიმის რეცეპტით იღებდა თუ არა.
პრინცი 2016 წლის 21 აპრილს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, პრინცის ჯანმრთელობის უცაბედი გაუარესება, რასაც მისი ილინოისის საავადმყოფოში გადაყვანა მოჰყვა, სავარაუდოდ ამ ტკივლგამაყუჩებლებზე რეაქცის შედეგი იყო.

მასალის გამოყენების პირობები






