“მე აუცილებლად დავბრუნდები რუსეთში, თუმცა ამჟამად ნაკლებად მადარდებს საკითხი, რომელი თანამდებობა დავიკავო, ას საერთოდ არ დავიკავო თუ არა რაიმე თანამდებობა. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პოლიტიკური გუნდი, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ აუცილებელი რეფორმების მხარდაჭერას შეძლებს” - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
მიხაილ ხოდორკოვსკი და მისი ბიზნეს-პარტნიორი პლატონ ლებედევი, გადასახადების დამავლისა და გაფლანგვის ბრალდებით, სასჯელს 10 წლის განმავლობაში იხდიდნენ. 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხოდორკოვსკი შეიწყალა. ბიზნესმენმა რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა.
2015 წლის დეკემბერში მიხაილ ხოდორკოვსკის რუსეთში ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.
ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნაზე, მიხეილ ხადარკოვსკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. როგორც ინტერპოლში განაცხადეს, რუსეთის მოთხოვნა ინტერპოლის წესებს არ შეესაბამება, ვინაიდან "ორგანიზაციის წესდება კატეგორიულად კრძალავს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ქმედების განხორციელებას."
მასალის გამოყენების პირობები






