09:30 საათზე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასტუმრო „ქორთიარდ მარტიოტში“ საერთაშორისო სემინარს გახსნის.
10:00 საათზე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდება.
შეხვედრის ადგილი: ტექნოპარკი
11.00 საათზე - სასტუმრო „ რედისონში“ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ჩატარდება.
12:00 საათზე - ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ ბრიფინგს გამართავენ.
13:00 საათზე - ასპინძის რაიონში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე მესხური ტერასების ტერიტორიაზე ვაზის პირველ ნერგებს ჩაყრიან.
13:00 საათზე - პარლამენტში, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების სპეციალური საბჭო ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტის - ,,ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, შენიშვნებს წარადგენს
მის.: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში: გუდიაშვილის ქუჩა N7.
19:00 საათზე - ბორჯომში იუსტიციი სახლი გაიხსენება. იუსტიციის სახლის რიგით მეჩვიდმეტე ფილიალს ბორჯომში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.
19:00 საათზე - ქუთაისში ოპერის თეატრში პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ვაინახური კულტურის ფესტივალს გამართავს.
საკ. ტელ.: 599 13 42 13
მასალის გამოყენების პირობები






