ინტერვიუ გოთიკური სუბკულტურის წარმომადგენელთან – რომანტიზმი თუ სატანიზმი?!
შენი რეპორტაჟი - 18:47, 03 Jun, 2016     6145

განსხვავებული სტილი და იმიჯი ხშირად საზოგადოების აგრესიის მიზეზი ხდება. ეპითეტები მრავალგვარი და „შესაშურია“ – სატანისტი, ეშმაკის მოციქული, დემონი. ქუჩაში მისი დანახვისას პირჯვარს იწერენ, შეაჩვენებენ და ბნელი ძალებისგან თავის დასაცავად გარბიან. ჩვენ ხომ ასე ძალიან გვიყვარს საშიში ისტორიები. ფილმებში მოთხრობილი ამბები რეალურ ცხოვრებაში გადმოგვაქვს და გოთურ სტილში გამოწყობილი ადამიანები, ლუციფერის მოციქულები გვგონია. არადა, დროა, სტერეოტიპები ერთი ძველებური ტრადიციის მსგავსად წყალს გავაყოლოთ და რეალობას, საღი გონებით შევხედოთ. გავმიჯნოთ ნამდვილად საშიში და უბრალოდ, ორიგინალური ადამიანები ერთმანეთისგან.

ასე რომ, წარმოგიდგენთ გოთიკური სუბკულტურის წარმომადგენელს, სანდრო მენსონს.

სანდრო მენსონი: – სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ უჭირს საზოგადოების უმეტეს ნაწილს განსხვავებული ადამიანების მიღება, რაც ძალიან ცუდია. ეშინიათ სიახლეების, მათი აზროვნება ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომ უჭირთ პროგრესირება, ჩემი ვიზუალის მიმართ რეაქციები კი სხვადასხვანაირია. ზოგჯერ არაადეკვატურიც. ხშირად ვხედავ მათ გაოცებულ და გაკვირვებული სახეებს. არის უტაქტო შეძახილებიც და აგრესიული დამოკიდებულება. თუმცა, ბოლო პერიოდში უფრო ნაკლებად გამოხატავენ ან უბრალოდ, ჩემზე აღარ მოქმედებს და ვეღარ ვამჩნევ ამ ყველაფერს.

– ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც სატანისტებს. რატომ ხდება ასე? რას უწოდებთ თქვენს თავს?

– მე ვარ გოთი, გოთიკური სუბკულტურის წარმომადგენელი. გოთიკა კი ხელოვნებაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სატანიზმთან და რელიგიასთან, რაც შეეხება ბრალდებებს, ჩემი აზრით, ეს არის ხალხის გაუნათლებლობის და მედიის მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალი.

– რეალურად, ამ იმიჯის მიღმა დგას რაიმე, რითიც სხვებისგან რადიკალურად განსხვავებით?

– ამ იმიჯის მიღმა დგას სუბკულტურა, რომელიც მოიცავს გარკვეულ მსოფლმხედველობას, განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებას, ესთეტიკის და სილამაზის განსხვავებულ აღქმას, სწრაფვას შინაგანი თავისუფლებისაკენ. ჩვენ ვართ შემოქმედი, შედარებით სერიოზული და გაწონასწორებული ადამიანები. იმიჯის გარდა, სხვებისგან განვსხვავდებით იდეოლოგიითაც, შეპყრობილნი ვართ რომანტიზმით და ნეორომანტიზმით.

– გსმენიათ თუ არა საქართველოში სატანისტურ დაჯგუფებებზე?

– კონკრეტული არაფერი. ბევრი სხვადასხვა ჭორი დადის ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, რეალურად, ეგრეთ წოდებული სატანისტები არავის უნახავს. ასე რომ, მე პირადად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ მაგ თემაზე.

– რა სტერეოტიპები არსებობს თქვენი მისამართით?

– ნუ, ძირითადად, ხალხი ან სატანისტებად ან ემოებად აღგვიქვამს, რაც ჩემთვის საკმაოდ გამაღიზიანებელი და ცოტა სასაცილოც კი არის. გოთიკური სუბკულტურა არანაირ კავშირში არაა ემოებთან და მით უმეტეს სატანისტებთან, გოთიკა არ ზღუდავს ადამიანს. გოთი შეიძლება იყოს ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი. ხალხი, უბრალოდ, შავი სამოსის და მკვეთრი მუქი მაკიაჟის გამო გვაიგივებს მათთან, რაც არასწორია.

– კატების წამება, საშიშ ადგილებზე შეკრება და სხვადასხვა რიტუალების ჩატარება – ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ხშირად მედიაში ვრცელდება, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

– სრული აფსურდი და სისულელეა. გოთები არ აწამებენ ცხოველებს, მე პირადად 3 ძაღლი მყავს და უზომოდ მიყვარს ცხოველები და მათ უფლებებსაც ვიცავ. ჩემი მეგობარი გოთების უმეტესი ნაწილი ვეგეტარიანელია და მათაც ჰყავთ სახლში ცხოველები. ჩვენ არანაირ რიტუალებს არ ვატარებთ. ძირითადად ერთმანეთს ვსტუმრობთ ხოლმე. ასევე, გავდივართ ბუნებაში, ვაწყობთ პიკნიკებს, ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს სხვადასხვა ნაწარმოებებზე, ვსაუბრობთ მუსიკაზე, აგრეთვე, ვხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებებზე და კონცერტებზე. ჩვენ ვართ ხელოვანი ადამიანები და არა სექტა, რომ რაიმე რიტუალებით დავკავდეთ…

– თუ გამხდარა თქვენი იმიჯი, სხვების აგრესიის წყარო?

– როგორც ზემოთ მოგახსენეთ საზოგადოებას საკმაოდ აგრესიული დამოკიდებულება აქვს ჩემნაირი სტილის მქონე ხალხისადმი.

– გჯერა თუ არა ბნელი ძალების არსებობის?

– ბნელი ძალების მჯერა თუ არა? არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, მე შეხება არ მქონია. ასე რომ, ვერ ვიმსჯელებ. ამ საკითხის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს.

– ოდესმე თუ მიგიღია მონაწილეობა, თუნდაც ინტერესისათვის რაიმე რიტუალში?

– არა, არასოდეს. არანაირ რიტუალში არ მიმიღია მონაწილეობა და არც სურვილი მაქვს. უკვე აღვნიშნე, რომ ეს ჩემი ინტერესის სფეროში არ შედის.

– რა განსაზღვრავს თქვენს იმიჯს? ეს არის უბრალოდ მუსიკის ზეგავლენა თუ პროტესტი რაიმესადმი? იქნებ, უბრალოდ, თვითგამოხატვის ალტერნატიული გზა…

– ჩემს ვიზუალს და იმიჯს განსაზღვრავს ჩემი გემოვნება, ხასიათი, მსოფლმხედველობა და შინაგანი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მუსიკაც, რომელიც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. რაც შეეხება პროტესტს, ზოგადად, გოთიკა გამოთქვამს პროტესტს ჭრელი სამყაროს მიმართ. გოთები ვერ ვეგუებით ერთფეროვნებას. გვსურს შევქმნათ რაიმე ახალი, განსხვავებული და საინტერესო.

– როგორ ფიქრობ, სიბერემდე ამ იმიჯით იქნები, თუ შეიძლება ერთ დროს სხვა იმიჯიც მოირგო? თუ ეს არაა იმიჯის მორგება და უბრალოდ ასეაა?

– ბევრისგან განსხვავებით, მე არანაირ იმიჯს არ ვირგებ. რეალურადაც ასეთი ვარ. მოდას არ ვარ აყოლილი და ეს ჩემთვის დროებითი გატაცება არ არის. რაც შეეხება ვიზუალის შეცვლას, მე ვარ მუსიკოსი, შესაბამისად, ხშირად მომიწევს ვიზუალის შეცვლა. თუნდაც სცენისთვის, მაგრამ ეს ცვლილებები არ იქნება ჩემი სტილისა და გემოვნებისგან რადიკალურად განსხვავებული. სიბერეზე კი ჯერჯერობით არ ვფიქრობ.

– რას ეტყოდი საზოგადოებას, რომელსაც ჯერ კიდევ სატანისტები ჰგონიხართ?

– საზოგადოებას ვურჩევდი, რომ ნუ ჩაერევიან სხვის ცხოვრებაში უხეშად. მეტი წიგნები იკითხონ, აიმაღლონ განათლების დონე. უფრო მეტად ინფორმირებულები გახდნენ ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ადამიანები არა გარეგნობით, არამედ მათი პიროვნული ნიშან-თვისებებით შეაფასონ. კარგი იქნება თუ გაეცნობიან გოთიკური სუბკულტურის ძირითად არსს და სატანიზმთან აღარ გააიგივებენ.

ავტორი: გიორგი ურუშაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42