3-5 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2016 იმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:36, 03 Jun, 2016     1876
3-5 ივნისს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით ,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia 2016“ იმართება.

გამოფენა WinExpo Georgia 2016 სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს ტავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მათი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ გამოფენას მასშტაბურს და პრესტიჟულს ხდის.

,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩართულია ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. ეს გამოფენაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს გამოფენა მეღვინეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს, ღვინის პროფესიონალებს, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს. მსგავსი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას წარმოვაჩინოთ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო და ვიამაყოთ ჩვენი ღვინის კულტურის რვაათასწლიანი, მრავალფეროვანი ისტორიით“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 95 კომპანია 5 ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, გერმანია, იტალია, საფრანგეთი). WinExpo Georgia 2016-ზე წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები.

გამოფენის ფარგლებში მოწყობილია მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების კუთხე. WinExpo Georgia 2016-ს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ საუკეთესო ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული ტრადიციებით დამზადებულ ყველის ნაირსახეობებს გაეცნონ.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, 3-4 ივნისს ჩატარდება ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award. კონკურსზე წარდგენილ ღვინის ნიმუშებს ენოლოგების საერთაშორისო ექსპერტებით, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინის მაგისტრი - რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa Bal MS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი და ღვინის ექსპერტი - ლადო უზუნაშვილი (საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო). 4 ივნისს, კომპეტენტური ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ ღვინოებს საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვებს.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე–9 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას“ XI პავილიონში გამოფენის ვიზიტორებსა და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ლევან მოსიაშვილის გამოფენას - „ღვინის ხელოვნება“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42