სკანდალი გრძელდება - ჯონი დეპის ასისტენტის თქმით, ემბერი იტყუბა და ყალბი მიმოწერის სქრინები გაავრცელა
ეს საინტერესოა - 13:48, 03 Jun, 2016     7092
ჯონი დეპის ირგვლივ აგორებული სკანდალი გრძელდება. თუმცა, ახალ-ახალი ინფორმაციების ფონზე, საზოგადოება ცოტათი დაიბნა.

გუშინ, ჯონი დეპის მეუღლემ, 30 წლის ემბერ ჰერდმა სოციალურ ქსელში მორიგი ფოტოები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომლითაც ირწმუნება, რომ ჯონი დეპი მას ფიზიკურად უსწორდებოდა. ემბერმა მისი და ჯონი დეპის ასისტენტის სტეფან დოიტერსის მიმოწერის სქრინები ატვირთა.

მიმოწერის თანახმად, საუბარია ინციდენტზე, როდესაც ჯონმა მეუღლეს ხელი დაარტყა. სტივენ ემბერს მსახიობის მაგივრად უხდის ბოდიშს და ამბობს, რომ დეპი იმ მომენტში თავს ცუდად გრძნობდა. ემბერი კი წერს, რომ მსგავსი რამ პირველად არ ხდება.

აღნიშნულ სქრინებს, სტეფან დოიტერი გამოეხმაურა და მიმოწერის ავთენტურობა არ დაადასტურა. მისი თქმით, მას ემბერ ჰერდთან მსგავს თემაზე საუბარი არასოდეს ჰქონია და სქრინებს ფეიკი უწოდა.

„ჯონისგან ემბერზე განხორციელებული ძალადობის შესახება არასოდეს მსმენია. უფრო მეტიც, ჯონისთვის აგრეისულობა არასოდეს შემინიშნავს და რაც მთავარია, ემბერზე არასოდეს მინახავს ფიზიკური ძალადობის კვალი“ - განაცხადა სტეფანმა.

მისი თქმით, მზად არის საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს წინაშე წარსდგეს და იგივე გაიმეოროს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამოქვეყნებული სქრინების სრული არ არის არის და გარკვეულ მონაკვეთებში წყდება. ამავდროულად, არც თარიღი და წერილი ჩანს. ემბერი ირწმუნება, რომ მიმოწერა 2014 წლის არის.

სკანდალი ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის გარშემო ერთი კვირის წინ დაიწყო. 30 წლის ემბერ ჰერდმა ჯონი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. .ემბერმა სასამართლოში სარჩელი ჯონის დედის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ შეიტანა, მთავარ მოტივად კი მეუღლესთან "შეურიგებელი უთანხმოება" დაასახელა . მოგვიანებით კი ძალადობის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნა. მისი თქმით, ბოლო კამათისას ჯონმა მას მობილური ტელეფონი ესროლა.

სასამართლომ ჯონს ემბერთან მიახლოება აუკრძალა, თუმცა მსახიობის დასაცავად ლამის მთელი ჰოლივუდი გამოვიდა. ყველაზე აქტიური მხარდამჭერები კი მისი ყოფილი მეუღლეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც თავიანთი პოზიციაპირველებმა დააფიქსირეს და ჯონის მხრიდან ძალადობა გამორიცხეს.

დასავლური მედია მაშინვე ალაპარაკდა, რომ უთანხმოების მიზეზი, ავსტრალიის სკანდალი გახდა. როდესაც ემბერმა ავსტრალიაში გამგზავრებისას დეკლარაციაში ძაღლები არ შეიყვანა, რის გამოც ძაღლებს ევთანაზია, მას კი 10 წლიანი პატიმრობა დაემუქრა. აღნიშნულის გამო წყვილს საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია. ტაბლოიდების ნაწილი კი ემბერის ბისექსუალობას იხსენებს და უთანხმოების მიზეზად იტალიელ მხატვართან მის რომანს ასახელებს.

გამოცემა TMZ კი წერს, რომ იმ ღამეს, როდესაც ემბერის თქმით, ნასვამმა ჯონმა მას ტელეფონი ესროლა, რის შემდეგაც ემბერმა პოლიცია გამოიძახა, საეჭვო არაფერი დაფიქსირდა.

გამოცემა სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გამოძახებაზე მისულებს ემბერი ყოველგვარი დაზიანებების გარეშე დახვდათ და არც ჯონი დეპის არაფხიზელი მდგომარეობა შეუმჩნევიათ.

ემბერი და ჯონი 15 თვეა ქორწინებაში იმყოფებიან. როგორც გაირკვა, მათ საქორწილო ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ და ემბერიც განქორწინების სანაცვლოდ კოლოსალურ თანხებს ითხოვს. როგორც დასავლური ტაბლოიდები იტყობინებიან, ჯონი დეპი უკვე დაუკავშირდა განქორწინების საკითხებში ყველაზე ცნობილ ადვოკატებს და საქმის სწრაფად მოგვარება სთხოვა, თანაც ემბერისთვის ყოველგავრი კომპენსაციის გადახდის გარეშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42