საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21 % გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:19, 03 Jun, 2016     3664
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:

1. 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა და სულ 54429 მგზავრი შეადგინა.

2. ურალის ავიახაზებმა ბათუმის აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულებით, ეკატერინბურგსა და სანკტ-პეტერბურგში ფრენების შესრულება კვირაში 2 სიხშირით დაიწყო. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე 2 ახალი ავიაკომპანია ეარ არაბია და ელ-ალ ისრაელის ავიახაზები დაიწყებს ოპერირებას, რომლებიც ფრენებს შარჟასა და თელ-ავივის მიმართულებით განახორციელებენ. ხოლო ავიაკომპანია სკატი 2016 წლის ივნისიდან ფრენებს აქტაუს მიმართულებით შეასრულებს. ივნისიდან რეგულარულ ჩარტერულ ფრენებს თეირანის მიმართულებით ტაბან ეარლაინსი შეასრულებს.

3. მთლიანობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 2016 წლის ზაფხულის სეზონზე რეგულარულ რეისებს 11 ავიაკომპანია 12 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:

1. 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა და სულ 73,851 მგზავრი შეადგინა.

2. 27 მაისიდან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ქუთაისიდან კიევის მიმართულებით კვირაში სამის ნაცვლად ოთხი სიხშირით დაიწყო ფრენების შესრულება, ხოლო 4 ივნისიდან ფრენები კიევის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება.

3. 2016 წლის სექტემბრის თვიდან აეროპორტში ბაზირებას მოახდენს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზ ეარი და არსებულ ფრენებს დაემატება 7 ახალი მიმართულება ევროპის მიმართულებით. ესენია: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნჰენი (მემინგენი), მილანი, სალონიკი, სოფია და ლარნაკა.

4. 10 მარტიდან ნატახტარის აეროდრომიდან ქუთაისის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია სერვისეარი. ამავე ავიაკომპანიამ რეგულარული ავიარეისების განხორციელება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით დაიწყო.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:

1. 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 703310 მგზავრი შეადგინა.

2. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარტიდან თეირანის მიმართულებით ფრენების შესრულება ორმა ირანულმა ავიაკომპანიამ ატა ეარლაინსმა და ქეშმ ეარმა დაიწყო, ხოლო ივნისიდან თელავივის მიმართულებით ფრენებს კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია ელ-ალი ისრაელის ავიახაზები შეასრულებს. ივნისის ბოლოდან რეგულარული ჩარტერული რეისების შესრულებას თეირანისა და ისპაჰანის მიმართულებით ტაბან ეარლაინსი დაიწყებს.

3. 2016 წლის ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს 30 ავიაკომპანია 27 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი

2016 წლის 5 თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტი 1197 მგზავრს მოემსახურა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას შეადგენს.

საერთო ჯამში, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპროტში, 2016 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა და მგზავრთა ოდენობამ 831,590 შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42