პარიზის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობა, ლუვრი დამთვალიერებლებისათვის დაიხურა. დახურვის მიზეზი წყალდიდობის შესაძლო საფრთხეა. მუზეუმის ფუნქციონირების შეწყვეტისას თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ უსაფრთხო ადგილას გადაიტანონ ის ძვირფასი ექსპონატები, რომლებიც შეიძლება წყალმა დააზიანოს.
როგორც ცნობილია, ჩრდილო საფრანგეთში კოკისპირული წვიმებია.მდინარე სენას დონემ საგრძნობლად აიწია და წყალი კვლავ მატულობს. პრეზიდენტი ოლანდი აპირებს, რომ განსაკუთრებით დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.
წყალდიდობის გამო საფრანგეთის სხვადასხვა ადგილებიდან 5 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. წყალმა რამდენიმე ქალაქის ქუჩები დატბორა.
თუ წყლის დონემ კიდევ მოიმატა, პარიზის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მეტროს ერთერთი ხაზი დახუროს. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






