„აუდიტორია 115“-მა კომისიას ინვენტარიზაციის საშუალება არ მისცა
შენი რეპორტაჟი - 17:02, 02 Jun, 2016     2195

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

”აუდიტორია 115-ის“ წევრებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მუდმივმოქმედ საინვენტარიზაციო კომისიას თვითნებურად დაკავებული ოთახებისა და იქ განთავსებული მატერიალური ქონების ინვენტარიზაციის საშუალება არ მისცეს.

თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით 213-ე და 303-ე ოთახების ინვენტარიზაცია 31 მაისიდან არაუგვიანეს 10 ივნისისა უნდა განხორციელდეს. ”აუდიტორია 115-ის“ წევრებმა ინვენტარიზაციის პროცესს 31 მაისსაც შეუშალეს ხელი. 1 ივნისს კომისიამ 303-ე ოთახის პირველადი აღწერა ჩაატარა და დალუქა შემდგომი ინვენტარიზაციის მიზნით. რაც შეეხება 213-ე ოთახს, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ ადმინისტრაციის საინვენტარიზაციო კომისიას მისი ინვენტარიზაციისა და დალუქვის საშუალება არ მისცეს. სტუდენტების განცხადებით, დადგენილი, სავალდებულო წესის მიუხედავად, კომისიას ინვენტარიზაციისთვის აუდიტორიის დალუქვის საშუალებას არ მისცემენ. საინვენტარიზაციო კომისიამ შესაბამისი ოქმი შეადგინა.

„აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენლებმა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის სამუშაო ოთახები (213-ე და 303-ე) 25 მაისს თვითნებურად დაიკავეს. ამ აქციას წინ უძღვოდა 24 მაისს სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული ფაქტის მოკვლევის და შესაბამისი მასალების მიწოდების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. პარალელურად უნივერსიტეტში ჩატარდა შიდა მოკვლევა, მოკვლეული მასალა და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოკამერებიდან ამოღებული ინციდენტის ამსახველი კადრები რეაგირებისთვის ფაკულტეტების საბჭოებს გადაეცა."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42