"ერთობით მიღწეული დიადი გამარჯვება - კავკასიელი ხალხი სტალინგრადისთვის ბრძოლაში" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ვოლგოგრადში 2013 წლის 25-26 აპრილს ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთის პრეზიდენტის აპარატია, ხოლო თანაორგანიზატორები რუსული დრამატული თეატრის დირექტორი, საერთაშორისო კულტურული კავშირის "რუსული კლუბის" პრეზიდენტი ნიკოლაი სვეტნიცკი და "ევრაზიის ფონდი", რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, საერთაშორისო სამართლის მაგისტრის, პუბლიცისტისა და აღნიშნული ინსტიტუტის პროექტების დირექტორის შოთა აფხაიძის სახით.
ინფორმაცია "ნიუპოსტს" რეჟისორმა ზაზა სვანაძემ მიაწოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელთ აქვს ამ დადგენილებისა და სიის ორიგინალიც, სადაც საქართველოდან მიწვეული პირები არიან ჩაწერილნი.
მისვე თქმით, სკანდალი ჯერ კიდევ წინაა, რადგან არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია რომ კამათი სვეტნიცკისა და ევრაზიის ფონდს შორის გარდაუვალია, რადგან რუსეთში გადაგზავნილ ქართველ მოღვაწეთა სიებს კულუარებში შიდა დაპირისპირება მოჰყვა: ისინი, ვინც "საპატიო" სიაში ვერ მოხვდნენ, სვამენ კითხვას იმის თაობაზე, თუ რა პრინციპით შეირჩნენ რუსეთში გასამგზავრებლად ვერიკო ტურაშვილი და თემურ საჯაია.
ამასთან, ზაზა სვანაძემ ვოლგოგრადში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული პირების სიაც წარმოადგინა და განაცხადა, რომ ინფორმაციისა და სიის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს:\
1) დავით იაკობაშვილი- მეორე მსოფლიო ომისა და სტალინგრადის ბრძოლის ვეტერანი, მრავალი საბრძოლო ორდენის კავალერი;
2) გაიოზ ხუტიაშვილი- მეორე მსოფლიო ომისა და სტალინგრადის ბრძოლის ვეტერანი, მრავალი საბრძოლო ორდენის კავალერი;
3) ნიკა ფხაიძე- თსუ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი;
4) თორნიკე მირზიაშვილი- თსუ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი;
5) ვერიკო ტურაშვილი- ქართული ესტრადის ვარსკვლავი, არაერთი მუსიკალური პრემიის ლაურეატი;
6) თეიმურაზ საჯაია- ქართული ესტრადის ვარსკვლავი, არაერთი მუსიკალური პრემიის ლაურეატი;
7) შოთა აფხაიძე;
8) ნიკოლოზ მეტრეველი;
9) ნატა წერეთელი;
10) ედიტა ბადასიანი;
11) ალექსანდრე იმედაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






