ჯონი დეპის ირგვლივ აგორებული სკანდალი გრძელდება.
მისმა მეუღლემ ემბერ ჰერდმა სოციალურ ქსელში მორიგი ფოტოები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომლითაც ირწმუნება, რომ ჯონი დეპი მას ფიზიკურად უსწორდებოდა.
ემბერმა მისი და ჯონი დეპის ასისტენტის სტივენ დოიტერსის მიმოწერის სქრინები ატვირთა.
მიმოწერის თანახმად, საუბარია ინციდენტზე, როდესაც ჯონმა მეუღლეს ხელი დაარტყა. სტივენ ემბერს მსახიობის მაგივრად უხდის ბოდიშს და ამბობს, რომ დეპი იმ მომენტში თავს ცუდად გრძნობდა.
„როდესაც ვუთხარი, რომ ხელი დაგარტყა, ის ატირდა, საშინლად მოიქცა და ამას აცნობიერებს“ - წერს სტივენი.
ემბერის მიმოწერიდან კი ირკვევა, რომ ეს პირველად არ მომხდარა .
„მას ეს ბევრჯერ გაუკეთებია. ტოკიოშიც, ლონდონშიც“ - წერს ემბერი.
აღსანიშნავია,სქრინების სრული არ არის არის და გარკვეულ მონაკვეთებში წყდება.
სკანდალი ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის გარშემო ერთი კვირის წინ დაიწყო. 30 წლის ემბერ ჰერდმა ჯონი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. .ემბერმა სასამართლოში სარჩელი ჯონის დედის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ შეიტანა, მთავარ მოტივად კი მეუღლესთან "შეურიგებელი უთანხმოება" დაასახელა . მოგვიანებით კი ძალადობის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნა. მისი თქმით, ბოლო კამათისას ჯონმა მას მობილური ტელეფონი ესროლა.
სასამართლომ ჯონს ემბერთან მიახლოება აუკრძალა, თუმცა მსახიობის დასაცავად ლამის მთელი ჰოლივუდი გამოვიდა. ყველაზე აქტიური მხარდამჭერები კი მისი ყოფილი მეუღლეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც თავიანთი პოზიცია პირველებმა დააფიქსირეს და ჯონის მხრიდან ძალადობა გამორიცხეს.
დასავლური მედია მაშინვე ალაპარაკდა, რომ უთანხმოების მიზეზი, ავსტრალიის სკანდალი გახდა. როდესაც ემბერმა ავსტრალიაში გამგზავრებისას დეკლარაციაში ძაღლები არ შეიყვანა, რის გამოც ძაღლებს ევთანაზია, მას კი 10 წლიანი პატიმრობა დაემუქრა. აღნიშნულის გამო წყვილს საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია. ტაბლოიდების ნაწილი კი ემბერის ბისექსუალობას იხსენებს და უთანხმოების მიზეზად იტალიელ მხატვართან მის რომანს ასახელებს.
გამოცემა TMZ კი წერს, რომ იმ ღამეს, როდესაც ემბერის თქმით, ნასვამმა ჯონმა მას ტელეფონი ესროლა, რის შემდეგაც ემბერმა პოლიცია გამოიძახა, საეჭვო არაფერი დაფიქსირდა.
გამოცემა სამართალდამცავებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გამოძახებაზე მისულებს ემბერი ყოველგვარი დაზიანებების გარეშე დახვდათ და არც ჯონი დეპის არაფხიზელი მდგომარეობა შეუმჩნევიათ.
ემბერი და ჯონი 15 თვეა ქორწინებაში იმყოფებიან. როგორც გაირკვა, მათ საქორწილო ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ და ემბერიც განქორწინების სანაცვლოდ კოლოსალურ თანხებს ითხოვს. როგორც დასავლური ტაბლოიდები იტყობინებიან, ჯონი დეპი უკვე დაუკავშირდა განქორწინების საკითხებში ყველაზე ცნობილ ადვოკატებს და საქმის სწრაფად მოგვარება სთხოვა, თანაც ემბერისთვის ყოველგავრი კომპენსაციის გადახდის გარეშე.






მასალის გამოყენების პირობები






