თბილისში ავსტრიული საკონდიტრო პროდუქციის საწარმო „ბროტმაისტერი“ გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:22, 02 Jun, 2016     2892

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა და ქართულ ბაზარს ახალი, საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შეემატა.

შპს „ბროტმაისტერმა“, რომელიც ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, 2 ივნისს, 10:00 საათზე, სოფელ დიღომში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით ახალი საწარმო გახსნა.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 240 000 აშშ დოლარს შეადგენს, დასაქმებულთა რიცხვი კი 35 ადამიანს უტოლდება, რასაც ახალი ობიექტების გახსნის შედეგად კიდევ 20 ადამიანი შეემატება.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციოდ საწყის ეტაპზე დაგეგმილია თანამედროვე კაფეტერიის გახსნაც, ასევე, გაიხსნება სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაც, რასაც ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა უბნებში დაემატება მსგავსი ტიპის რამდენიმე მაღაზია. ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის გახსნა.

2014 წელს თბილისში, დიდ დიღომში, საწარმოსთვის აშენდა 150 კვ.მ. შენობა, რომელიც დღეისთვის უკვე აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე დანადგარით და მზადაა სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ.

საწარმოს გახსნის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42