2 ივნისის ანონსი
ანონსი - 22:36, 01 Jun, 2016     1573

10.00 საათზე - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება

მისამართი: დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩის ბოლოში, გადასახვევი მარცხნივ, იხილეთ თანდართული რუკა. საკონტაქტო პირი: 595927793

11:00 საათზე - შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის.: ნოე რამიშვილის ქუჩა N 38

11:00 საათზე - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, ირაკლი აბესაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე - ”პირველის პრესკლუბში”, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ელისო ჩაფიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მის.: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკო. პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:20 საათზე- ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, გიორგი ბოტკოველის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, თედო კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ”ინიციატივა „რესპუბლიკის მოედნისთვის“ სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით”; ”კანონი „ხმაურის შესახებ“, რომელიც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო”, სხვა მიმდინარე საკითხები.

მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკ. პირი: ეკა გულუა - 599 72 65 65

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში", "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკ. პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს. მათ შორის, ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წერილზე ისაუბრებს.

მის.: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

საკ. პირი: ეკა გულუა 599 72 65 65

12:00 საათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს ბაზაზე ახალი ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მიმღები და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის გახსნის ცერემონიას დაესწრება. მის: დიღომი, ჩაჩავას ქუჩა N1- თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

12:00 საათზე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00 საათზე - „ფონდი ჰუმანითი“ ისთ-ფოინთის გასართობ ცენტრ „ფოკუს-მოკუსში“ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლებს.

მისამართი: ალ. თვალჭრელიძის #2

15:30 საათზე - თურქეთის საპატენტო ინსტიტუტსა (TPI) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

მის.: ,,საქპატენტი“ 3300 მცხეთა, ანტიოქიის ქ. №5

საკ. პირი: მარიამ პატიაშვილი 599 51 68 51

17:00 საათზე- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია - "წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი და პრევენციული რეკომენდაციები" გაიმართება.

ღონისძიება ორგანიზებულია საპარლამენტო კომიტეტის მიერ, სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით.

მის.: თბილისი, ჯ. ლეჟავას ქ. N22, სასტუმრო "ჰუალინგი", დიდი საკონფერენციო დარბაზი

19:00 საათზე - დუშეთის კულტურის სახლში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ვაინახური კულტურის ფესტივალს გახსნის.

საკ. ტელ: 599 13 42 13





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42