ტერაბანკის კიდევ ერთი ახალი ფინანსური სახლი
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:44, 01 Jun, 2016     2989
პეკინის გამზირი #24ა - აქ 2 ივნისს ტერაბანკის კიდევ ერთი ფინანსური სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. ავლაბრის სათავო ოფისის გახსნის შემდეგ ახლა უკვე პეკინის განახლებული ფილიალი მიიღებს სტუმრებს. მოწვეულ სტუმრებს შორის ბანკის საცალო მომსახურების კლიენტები არიან, ვისთვისაც ეს ფილიალი სამუშაო დღეებში 10:00-დან 21:00საათამდე, ხოლო სადღესასწაულო დღეებში 10:00-დან 15:00სთ-მდე იმუშავებს. ღონისძიება 13:00 საათზე ტერაბანკის სიმბოლური ლენტის გაჭრით დაიწყება და სასიამოვნო სიურპრიზებით გაგრძელდება.

ტერაბანკი, რომელიც აქამდე ბაზარზე კორ სტანდარტ ბანკის სახელით ოპერირებდა, მომხმარებელს ყველასგან განსხვავებული კონცეფციის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სახლის მყუდრო და კომფორტული ინტერიერი, რბილი ავეჯი და დეკორატიული ნივთები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფინანსური ოპერაციები სასიამოვნო გარემოში შეასრულოს. იმ ცვლილებების გარდა, რომელიც ბანკის რებდრენდინგის შემდეგ ასეთი ადვილი შესამჩნევია, ტერაბანკში დაიხვეწა და განვითარდა საბანკო პროცედურები, პროდუქტები და მომსახურების სტანდარტები.

რებრენდინგის პროცესზე ადგილობრივმა და საერთაშორისო სააგენტოებმა ერთად იმუშავეს. პროექტს მხარს უჭერდნენ ბანკის აქციონერები, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხები არიან. ძირითადი აქციონერი - ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოში ამ დროისთვის 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და როგორც ცნობილია, ის ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს.

რაც შეეხება ტერაბანკის ამჟამინდელ საქმიანობას, ტერაბანკი მომხმარებელს უწევს როგორც მაღალი ხარისხის საცალო მომსახურებას, ასევე აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში. ამ დროისათვის მიმდინარეობს ბანკის 18 ფილიალის განახლება „ჩემი ფინანსური სახლის“ კონცეფციის მიხედვით, თუმცა წლის ბოლომდე იგეგმება რეგიონებში კიდევ 5 ფილიალის გახსნა და ATM-ების დამატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42